https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნაჩუქარი” ვაუჩერი მოსახლეობას თავზე გადაახიეს! _ ვიდეო

5:04; 8.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2007 წელს, წინასაარჩევნოდ, “მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით”, სოციალურად დაუცველ ადამიანებს საშეშე ვაუჩერები დაურიგეს. ამასთან, უკიდურესად დაზარალებულ მოსახლეებს, ვისაც სახლი დაეწვა ან მეწყერმა დაუნგრია, “უფლება” მისცეს ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ნებართვით, სამასალე მორი დაემზადებინა. საშეშე მერქნისა და სამასალე მორის დამზადება მოსახლეობას უკიდურესად მძიმე ვითარებაში მოუხდა _ მერქანი სამანქანე გზებიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ კვადრატებში მიეზომათ, საწვავის შეძენა, ავტომანქანის, შეშისმჭრელების დაქირავება ნასესხები ფულით ზოგმა შეძლო, უმეტესობამ, ცხადია, ვერ მოახერხა და ამჯობინა “პრეზიდენტის საჩუქარი”, ნომინალურ ფასად მაინც გაეყიდა. ამას მოჰყვა სახერხების არაერთგზის შემოწმება, დაყადაღება, საბოლოოდ კი, დალუქვა. მოსახლეობას კი ურჩიეს “სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ” და ზამთარშიც სამართლის იმედით გამთბარიყვნენ… ასე გავიდა არა ერთი ზამთარი. ახლა კი, ყველაფერს ერთბაშად მოხვიეს ხელი და… წაიღეს!

ხალხზე ზრუნვის “დიადი მიზნის” ოფიციალური ენა:

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის #255 დადგენილება: “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.

2. თითოეული ვაუჩერის ნომინალი განისაზღვროს 5 კბმ-ით.

9. ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა და სათბობი შეშის მოპოვების უფლების მიღება გახორციელდეს შემდეგი ფორმით:

ა) ბენეფიციარი ვაუჩერს წარუდგენს შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის რეინჯერს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს (მათ შორის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებული, შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების/დირექციების დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუეწყებო დაწესებულების _ სატყეო სამმართველოს უფლებამოსილ პირს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამოსილ პირს;

ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენის შემდგომ ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიხედვით უზრუნველყოფს საშეშე მერქნის გამოყოფას (მონიშვნას) და აღრიცხვას;

გ) ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის დამზადების შემდგომ ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი უზრუნველყოფს “საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის” გაცემას, რომელიც არის ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტი.”

“დაითვლიან ყველაფერს, ნახავენ საბუთიერად და… “მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების უმეტესობას სათბობი შეშისა და უკიდურესი აუცილებლობის საფუძველზე მიკუთვნებული 5-5 კუბური მეტრი სამასალე მორის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტები გააჩნიათ, ორ წელზე მეტი ხანი მათი კუთვნილი მორები სახერხებზე უკანონოდ მოჭრილის საბაბით ეყარა.

2010 წლის დასაწყისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ, კუთვნილ მორებს მიიღებდნენ:

_ დალუქულ სახერხებზე უნდა გკითხოთ. პრეზიდენტის მიერ “საჩუქრად” გამოყოფილი 5-5 კუბური მეტრი სამასალე მორი მოსახლეობის უმეტესობას სახერხებზე უწყვია. სახერხები კი, ორ თვეზე მეტია დალუქულია. გარდა ამისა, დაკავებულია სატყეო სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი. რა ხდება?

_ სატყეოსთან ადრეც იყო და ახლაც არის პრობლემები. ამას იძიებს გარემოს დაცვის საგამომძიებლო დეპარტამენტი. რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დამთავრდეს გამოძიება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღებული 5 კუბმეტრი მასალა, თავისი ყველა შესაბამისი საბუთით, პრობლემა არ აქვთ და არც სახერხებს ექნებათ.

_ თუმცა, ორი თვეა, ეს პრობლემა მოუგვარებელია…

_ არც ერთ სახერხს არ ექნება პრობლემა, თუკი საბუთები წესრიგშია. მაგრამ თუ არ არის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და, შესაბამისად, სწავლობს ის ორგანო, რომელმაც უნდა შეისწავლოს.

_ თუ საბუთები წესრიგში აქვთ, მაგრამ მასალით ვერ სარგებლობენ დალუქული სახერხების გამო?

_ არ არსებობს. დალუქულია მანამ, სანამ იქნება შემოწმება. დაითვლიან ყველაფერს, ნახავენ საბუთიერად და…

_ და ეს ზამთარიც გავა…

_ ზამთარი არა. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი”

ამ საუბრიდან ერთ წელზე მეტია გასული. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გუბერნატორმა, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად ჩოხატაურში სტუმრობისასაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ეცდებოდა.

“სამართალს” გადაადგილება უჭირს!

თუმცა, ეს “მცდელობა” მიმდინარე წლის 7 აპრილს იმით დასრულდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახერხზე თავმოყრილი მასალა წაიღო.

როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ხალხის ფულით მოჭრილი სამასალე მორი სახელმწიფოს კუთვნილებაში გასული წლის 18 აგვისტოს სასამართლოს დადგენილებით გადმოეცათ. თუმცა, ვერ აგვიხსნეს, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მორების მეპატრონეებს ან სახერხის მფლობელს. როგორც ჩანს, “სამართალს” საქართველოში გადაადგილება უჭირს!

სახერხის მეპატრონე, დავით ბარამიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი:

_ არც სასამართლოს და არც სხვა უწყების დადგენილება ჩემამდე არ მოსულა, _ გვითხრა ბარამიძემ.

2010 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს საგამოძიებლო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე დავით ბარამიძეს წერს, რომ “მის (ბარამიძის) მიერ გამოძიების პროცესში და განცხადებაში მითითებული გარემოებები განხილული და გათვალისწინებული იქნება საქმეზე საბოლოო ობიექტური, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს”.

თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ წერილის მოწერისას, გადაწყვეტილება უკვე იყო გამოტანილი და “ობიექტურობისთვის” გასათვალისწინებელიც აღარაფერი ჰქონდათ!

ბარამიძის კუთვნილ სახერხზე 46 ადამიანის სამასალე მორი ეწყო. არც ერთი მათგანი სასამართლოზე არ დაუბარებიათ. ისინი საკუთარი სურვილით ქუთაისის პროკურატურაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩავიდნენ და სიმართლის გარკვევა კანონის ზედამხედველებისგან მოითხოვეს. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის 13 იანვარს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ერთობლივი საჩივრით მიმართეს.

“მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის პოლიციის და საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად, 2009 წლის ნოემბრის თვიდან, დაყადაღებულია ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელზედაც გაგვაჩნია ყოველგვარი დოკუმენტაცია. ეს მასალა დასახერხად მიტანილი გვქონდა შპს “ქრისტინას” სახერხში (დირექტორი დავით ბარამიძე). ადრე სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. გურიის სატყეოს მთელი რიგი რეინჯერები პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გაასამართლეს, მაგრამ ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელიც დღემდე უპატრონოდ ყრია სახერხებში და ფუჭდება, მაინც არ გვიბრუნდება. როდესაც მივმართეთ შპს “ქრისტინას” დირექტორს, დავით ბარამიძეს, მან უარი გვითხრა ჩვენი კუთვნილი ხე-მასალის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ ხე-მასალა დაყადაღებულია და მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის გადაწყვეტა. მას ამ საკითხზე, საოლქო პროკურატურაში შეტანილი ჰქონდა იგივე მოთხოვნა-განცხადება ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბრის თვეში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იქნა მიღებული.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს მსგავს მდგომარეობაშია დარჩენილი დაახლოებით ორმოცამდე მესაკუთრე, რომელთა კოლექტიური განცხადება ადრე წარმოდგენილი გვქონდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, მაგრამ მასზე რეაგირება არ მომხდარა.

მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გაყენებთ საქმის კურსში, რომ ხე-მასალა ჩვენს მიერ შეძენილია კანონიერად, შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლით და მხოლოდ დასახერხად მივიტანეთ ბარამიძის საამქროში. გადახდილი გვაქვს ყველა სახის გადასახადი და ხე-მასალა გვესაჭიროება ჩვენი პირადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც გთხოვთ, მიგვიღოთ პირადად, მოისმინოთ ჩვენი პრობლემები და გასცეთ განკარგულება, რათა საკითხი გადაწყვეტილი იქნას დროულად, კანონიერად და ჩვენი ინტერესების შესაბამისად,” _ ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 6 ადამიანი აწერს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორიდან, ვალერი კუჭუხიძის წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საგამოძიები ჯგუფის უფროს გამომძიებელს, დავით ცქიტიშვილს გადაეგზავნა დასავლეთის საგამოძიებლო ჯგუფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად და გამოძიების პროცესში გასათვალისწინებლად.”

არცერთ წერილში არ არის აღნიშნული, რომ გამოძიება და ყველანაირი მოკვლევა დასრულებულია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ამ ადამიანებს, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ბანკში გადახდილი ქვითრებისა, ქონება ისე წაართვა, რომ არც კი მოუსმინა.

ფინანსთა სამინისტროს სააგენტოს წარმომადგენლებმა 7 აპრილს, ბარამიძის კუთვნილ სახერხ საამქროსთან, დაზარალებულთათვის რჩევა-დარიგების მიცემა “არ დაიშურეს”:

_ მიმართეთ სასამართლოს და თუ იქ გადაწყვეტენ, რომ კანონით გეკუთვნით, კი, ბატონო! ახლა ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება _ ეს მორები სახელმწიფოს საკუთრებაშია და გადაგვაქვს სახერხზე დასახერხად. ასეთია ბრძანება. თუ ხელს შეგვიშლით, გამოვიძახებთ პოლიციას და კანონის შესაბამისად მოვიქცევით, _ განმარტება გააკეთეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.

ამ განმარტებამ სახერხზე შეკრებილი ადამიანები ძალიან გააღიზიანა:

_ ამათ რომ ჰკითხოთ, ქურდებს და ყაჩაღებს იჭერენ, არადა პირიქით _ თვითონ გვაყაჩაღებენ, _ გაბრაზება არ დაუფარავს ვასილ ლომთაძეს და სამინისტროს წარმომადგენლებს ბანკში გადახდილი 120 ლარიანი ქვითარიც აჩვენა, თუმცა, ამ საბუთის ჩვენებას შედეგი არ მოჰყოლია.

“ასეთია ბრძანება და მორჩას” მოტივით მანქანები მორების წასაღებად მოამზადეს, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

_ ამ მორების აქამდე ჩამოტანა უზარმაზარი ფული დამიჯდა. ვისესხე და მოვჭერი. ვინმემ არ თქვას საჩუქარიაო, საჩუქარი კი არა, ხაფანგია. ჩემი სახლი სტიქიისგან სადაცაა დაინგრევა. კომისიის დასკვნაც მაქვს და სხვა ყველა შესაბამისი დოკუმენტი. იმიტომ ვიწვალე, რომ სახლი გადამეხურა, იმიტომ ვიშრომე, რომ შვილები ქუჩაში არ დამეტოვებინა! ახლა კი ჩემი ნაშრომი და ნაოფლარი იმ სახელმწიფომ წამართვა, რომელიც წესით მე უნდა მიცავდეს?! არ გავატან, დამიჭირონ, ამაზე მეტს რაღაც მიზამენ?! _ გვითხრა ტარიელ კეკელიძემ.

_ ლტოლვილებს უნდა გადასცენ ეს მორებიო. ჩვენ წაგვართვან და სხვას მისცენ?! ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სოფელში ლტოლვილებად ჩვენვე გვხდიან. ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი?! _ გვითხრა გიორგი მახარაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მორებს დასახერხად ბარამიძის კუთვნილი სახერხიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დავით კუტუბიძის სახერხზე გადასატანად ამზადებდნენ. ეს ის კუტუბიძეა, ცოტა ხნის წინ ქრთამის შეთავაზების ბრალდებით რომ დააკავეს და თავისუფლების სანაცვლოდ 40 000 ლარი გადაახდევინეს. როგორც კუტუბიძის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მორების დახერხვის უფლება მათ ტენდერის სახით მოიპოვეს. თუმცა, ვერ დაგვიკონკრეტა ვინ და როდის გამოაცხადა ტენდერი და ვერ ის გვითხრა, რა თანხას უხდიდნენ მათ ამ მორების დახერხვის სანაცვლოდ.

ადგილობრივ ხელისუფლების სამსიტყვიანი ლექსიკური მარაგი: _ დამშვიდდით, საკითხს შევისწავლით!

სახერხზე შეკრებილ ხალხთან ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც სიტუაცია გამწვავდა _ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაურეკეს, საარჩევნოდ დადებული პირობა _ ხალხის გვერდში ყოფნა შეახსენეს და სახერხზე მოსვლა სთხოვეს:

_ სურები საერთოდ არ ახსენდებათ, არჩევნებზე ამოდიან და იცოცხლე, მიაქვთ და მიაქვთ ხმები. ყველა არჩევნებზე იტყუებიან. ახლა ნახონ, რა ხმებსაც წამოიღებენ. სახერხზე მოსვლაც კი არ იკადრეს. ვიღაცეები მოგვიგზავნეს და აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახლა გვაყენებენ საქმის კურსში, _ თქვა ნათელა სანიკიძემ.

სახერხზე მოსულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა:

_ თქვენ არ დაზარალდებით. ვიცით, რომ არაფერ შუაში არ ხართ. რაღაც დოკუმენტაციაა გასარკვევი. ზოგის ყალბი არისო. თქვენი ვიცი, რომ არ არის ყალბი. ახლა აქ რომ ვიდგეთ, ვერაფერს ვიზამთ. თქვენთან შეხვედრა გუბერნატორს უნდა და წამობრძანდით გამგეობაში, ის გაგარკვევთ ყველაფერში. ამ მორების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ჩვენ შევისწავლით თქვენი ოჯახების მდგომარეობას და დაგეხმარებით. გამორიცხულია, რომ თქვენ დაზარალდეთ, _ თქვა ხუნდაძემ. საინტერესოა, ევალება თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია მაინც მიაწოდოს მოქალაქეებს, რომელსაც მოსახლეობისთვის ჩამორთმეული ქონება აჩუქეს და ახლა, საკუთარივე ქონებით “დიდსულოვნად დახმარებას” ჰპირდება დაზარალებულებს?!

შეხვედრა გამგეობაში მართლაც შედგა, თუმცა, მასზე ჩვენი დასწრება გუბერნატორმა არ ისურვა. თითქმის ნახევრსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ (რომლის პარალელურად სახერხიდან მორებით დატვირთული მანქანები გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდი-მოდიოდნენ), გუბერნატორის მიერ უკვე მერამდენედ დაიმედებულმა ადამიანებმა გვითხრეს:

_ ბატონი ვალერი დაგვპირდა, დაგაკმაყოფილებთ იმ ადამიანებს, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ჩვენ გვჯერა, გვინდა, რომ დავიჯეროთ.

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას გუბერნატორი თუ სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, და ეს დაპირებაც, სხვა მრავლის მსგავსად, ხომ არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, ჩიტაიშვილმა გვიპასუხა:

_ მე ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ მომიტანონ დოკუმენტაცია და თუკი ყველაფერი სწორად იქნება, მათ გვერდში დავდგები.

რაში გამოიხატება გვერდში დგომა, ჩიტაიშვილს არ დაუკონკრეტებია. არც ის, იგივე დოკუმენტაციაში სასამართლომ თუ “ვერ იპოვა” ხალხისთვის სასარგებლო კანონიერი მოტივაცია, ჩიტაიშვილი როგორღა იპოვის.

“სოფლის მოსახლეობის ტყის რესურსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ შეშის მომარაგებით შეფერხებაში არ გამოიხატება. ტყით სარგებლობის არსებულმა სისტემამ და წესებმა შეუძლებელი გახადა, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა ლეგალური გზით მოიპოვოს ტყიდან მასალა სახურავისა და ღობის შესაკეთებლად, ბეღლისა და ბოსლის გასამართავად, ვაზის ჭიგოსა და ლობიოს სარის დასამზადებლად. ლაპარაკი აღარაა სახლის ასაშენებლად, თუ შესაკეთებლად სამასალე მერქნის მოპოვებაზე. ასეთმა ლეგალურმა ბაზამ, ნაცვლად სოფლების გაძლიერებისა და ახალმოსახლეობისა, შესაძლებელია, მათი აყრა გამოიწვიოს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭიროებებისა და საზოგადოების აზრის დროულად გათვალისწინება. მთავრობის ბოლო დროის პრიორიტეტი ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაყიდვით ბიუჯეტის მაქსიმალური შევსებაა, რამაც მეორე პლანზე გადასწია ყველა პრობლემა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი, ელემენტარული საჭიროებების დროულად დაკმაყოფილება” _ ეს დასკვნა ასოციაციამ “მწვანე ალტერნატივა” ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა.

გასულ წელს, გურიის გუბერნატორი ამბობდა, რომ მისთვის მთავარი საქმის კეთებაა: “ჩვენთვის მთავარია, ზოგადად საქმე ვაკეთოთ როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისიც არ შეიძლება, ადამიანებმა ვერ დაინახონ, რა კეთდება ან არ დაინახონ. ბევრი რაღაცეები კეთდება, ბევრი გაკეთდება, ბევრი გასაკეთებელი იქნება. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ერთი ადამიანის მიერ რთულია ყველაფრის კეთება(?!). ყველა გურული უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გააკეთოს კიდევაც!”

რამდენად არის გუბერნატორი მზად დაპირების შესასრულებლად, ამას მომავალი აჩვენებს. ამ ეტაპზე კი რეალობა ასეთია _ შეუსრულებელი დაპირებები, ხალხის ფულით შევსებული ბიუჯეტით გაზრდილი ხელფასები, დარიგებული პრემიები და ფეხებზე დაკიდებული, დაყაჩაღებული და უფლებააყრილი მოსახლეობა!


“ნაჩუქარი” ვაუჩერი მოსახლეობას თავზე გადაახიეს! _ ვიდეო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აქციაზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გოჩა ჩხაიძე დააკავეს

"ვაჩუქოთ ერთმანეთს ვაუჩერები!"

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო