გიორგი უშიკიშვილი “გურია ნიუსთან” კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ კომენტარს პოლიტიკურ კითხვებზე არ გააკეთებს.
_ ბატონო გიორგი, რა შეგიძლიათ გვითხრათ, ანსამბლ “ერისიონის“ რუსეთში გამართული კონცერტების გამო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩენილ პროტესტზე?
_ მე მაგასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, არ გამიკეთებია და არც ახლა გავაკეთებ.
_ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს, ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას რომ სთავაზობდა, არც ამაზე გააკეთებთ კომენტარს?
_მაგ თემებზე არ გავაკეთებ კომენტარს.
_ 19 აპრილის აქციაზე ხომ არ აპირებთ მისვლას, თქვენ ერთ დროს, “ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერად მოგიაზრებდნენ.
_არც მაგაზე, არანაირ პოლიტიკაზე არ მაქვს საუბარი. პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ ჩართული, მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს ის თემებია, როცა კომენტარს ვერ გავაკეთებ… ისე ვისაუბროთ რაზეც გინდათ, მზად ვარ…



































































