96 წლის ჯუზეპე პატერნომ, იტალიის უნივერსიტეტის ბაკალვრის დიპლომი აიღო. ჯუზეპე პატერნო ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებულია, _ ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, პატერნო განათლების მიღებაზე ბავშობიდან ოცნებობდა, თუმცა, მის ოჯახს ამისთვის საკმარისი სახსრები არ ჰქონდა. ამიტომ მან სწავლის ნაცვლად მუშაობა დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იტალიის ჯარში ტელეგრაფსტი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, რკინიგზაზე მუშაობდა, მაგრამ განათლების შესახებ ოცნება, მას დავიწყებია და სამსახურის შემდეგ ღამის სკოლაში დაიწყო სიარული. მან საშუალო განათლების ატესტატი 31 წლის ასაკში მიიღო.
როგორც The Guardian-ი წერს, ჯუზეპე პატერნომ 2017 წელს პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა, როცა სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია დაიყო და უნივერსტეტი დისტანციური სწავლებაზე გადავიდა. 96 წლის პატერნოს კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება მოუწია და აღნიშნულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.
მას ბაკალავრის პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა.
როგორც პატერნო ამბობს, მან დიდი ხნის ოცნება აისრულა, რომლითაც ძალიან ბედნიერია.
,,ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემს ცოლს ვენახე იმ მომენტში, მაგრამ ის 14 წლის წინ გარდაიცვალა“, _ ამბობს პატერნო.
მისვე თქმით, ის ახლა მაგისტრის დიპლომზე ოცნებობს.
,,დედაჩემმა 100 წელი იცოცხლა, თუ გენეტიკა ჩემს მხარეზეა, კიდევ 4 წელი მაქვს“, _ განაცხადა ჯუზეპე პატერნომ.