რომელმაც რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობაში იმოგზაურა.
კლეიტონი პანკისში ჩეჩენი ემიგრანტი ძმების მიერ ბოსტონში მოწყობილ ტერაქტამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და სირიის ომიდან პანკისში ახლადდაბრუნებულ ჩეჩენ აბუ ჰამზას შეხვდა. აბუ ჰამზა ჩეჩენი ლტოლვილია, რომელიც პანკისში წლების წინ ჩამოსახლდა, მუდმივი სამსახური ვერ იშოვა და იძლებული გახდა, ცოლისძმის მსგავსად სირიაში წასულიყო საომრად.
სირიაში ის იმ 60-კაციან ჯგუფს შეუერთდა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძლ ოპოზიციურ ძალას უჭერს მხარს.
“სირიაში წავედი იმიტომ, რომ ინტერნეტით ვნახე ვიდეოები, თუ როგორ ხოცავდა ასადის რეჟიმი უდანაშაულო ქალებს და ბავშვებს . ბაშარ ასადის მოკვლა მინდოდა,” _ ამბობს აბუ ჰამზა .
ჩეჩენ მეომარს “ადიდასის” გახუნებულ ქურთუკი კომუფლირებულ მაისურზე აქვს შემოცმული და ისე იხსენებს სირიაში, ბრძოლის ველზე გატარებულ ორთვენახევარს, თითქოს სადმე საზაფრხულო ბანაკში დაესვენოს.
აბუ თავს იკავებს დაასახელოს ჯგუფის სახელი, რომელშიც ის მსახურობდა, თუმცა, არ მალავს რომ ჯგუფი შედგებოდა რამოდენიმე ჩეჩნის, აზერბაიჯანელის, ინდოელისა და არაბისაგან. მისი თქმით ჯგუფში იბრძოდა ამერიკელიც, რომელიც ინგლისურის გარდა სხვა ენებზეც საუბრობდა. .
ჩეჩენი მეომრის თქმით, ჯგუფში ავღანეთის და ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან ერთად 16 წლის ბიჭებიც იბრძოდნენ, რომლებსაც ადრე იარაღი არასოდეს სჭერიათ ხელში ბევრი მათგანი არაბულად საუბრობს, რადგან განათლება ეგვიპტის სკოლებში მიიღეს.
აბუს ჰამზას თქმით ჩეჩნების უმეტესობა, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმს ებრძვის არც კავკასიიდან ჩასულა და არც შუა აღმოსავლეთიდან. მებრძოლთა უმრავლესობა მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები და მათი შთამომავლები არიან.
პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში საომრად წასვლის შესახებ “გურია ნიუსი” რამდენიმე თვის წინ წერდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ხეობას უკვე ჰყავდა სირიაში დაღუპულები, მაშინ ეს ინფორმაცია არავინ დაადასტურა.
.