გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 99 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლებამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
როგორც გვატემალას ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოში ამბობენ, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1.7 მილიონი ადამიანი დაზარალდა, 12 000 ადამიანი კი ევაკუირებულია.






































































