“საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაიგოს ამ კანონის მნიშვნელობა და არსი. არ შეიძლება ამ კანონის მიღებით გავაჩინოთ სხვადასხვა საზღვარი ერთიანი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. რაც არის დაუშვებელი, უკან გადაგმული ნაბიჯი და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი სიტყვა უმრავლესობისგან კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვისმენდით შეურაცხყოფებს, ქილიკს, პოლიტიკურ კინკლაობას. მე იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, ამ კანონპროექტზე მსჯელობაც გაგრძელდება და უმრავლესობიდანაც ცოტა უფრო საღი დამოკიდებულება იქნება კანონპროექტთან მიმართებაში. მთავარია, ჩვენ შევძლოთ და არ დავუშვათ ის პრეცენდენტი, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის რომელიმე ნაწილს მივანიჭოთ უპირატესობა, ვიდრე სხვას“_ განაცხადა კუბლაშვილმა.