სიგნალიზაცია
ლანჩხუთელი სტომატოლოგ მამუკა ჟორდანიასთან პაციენტი მივიდა, რომელსაც კბილების უმეტესობაზე ოქრო ჰქონდა გადაკრული. დააფჩინა პირი, ჩახედა მამუკამ და ეუბნება:
_ შე ქალო, აქანე სიგნალიზაციას თუ დაგიმონტაჟებ, თუ არა ჩემი საქმე მეტი არაფერი არაა!
რევოლუცია
შეიქმნება რევკომი და გადაწყვეტენ რევოლუცია მოვახდინოთო. დაიწყებენ მომხრეების ძებნას. ჩავლენ სამეგრელოში:
_ დავიღალეთ, წიე, ამ რევოლუციებით, ამის დედა ვატირე, მაგალითად, დაგვანებეთ, პატენი, თავი… თანაც აი მთავრობა არაა წამსვლელი, ვერ ხედავთ?
ჩავლენ რაჭაში:
_ რა რევოლუცია, ბოშო, რის რევოლუცია, ქვე შენი ჭირიმე…
ჩავლენ კახეთში:
_ ჯოოო, რა დროს რევოლუციაა?! ღვინო დასაყენებელია, არაყია გამოსახდელი, მერე დასალევია, ვეჟო, მერე პახმელია, ისა, ესა, ჩვენ თავი დაგვანებეთ, ჯოოო…
ჩავლენ გურიაში, _ რევოლუცია გვინდა მოვაწყოთ, მთავრობა უნდა შევცვალოთო.
გურულები: _ როის ვიწყებთ, ძამა?!
შორიდან ვერ ესვრი
სოფელში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები _ ამბაკო და მართა სულ ჩხუბობდნენ. ერთხელაც იჩხუბეს და რა არ უძახეს ერთმანეთს.
შეყარა მეზობლები ვარდომ:
_ ბიჭიკომ ასე მითხრა, ბოზი ხარო.
_ ამ სიტყვას რავა ვეტყოდი _ კაცი მაგას ვერ მიეკარება და იმას შორიდან ხომ ვერ ესვრი?! _ თავი იმართლა ბიჭიკომ.
მხეცაძე
ეს ამბავი ოზურგეთის სოფელ მელექედურში მოხდა: ზაფხულია, ლუდის სეზონი. “პივით” შეზარხოშებულმა გიორგიმ ტაქსით წასვლა გადაწყვიტა.
როცა სოფელში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლი ნაკვეთს ეძებდა სამოსახლოდ და გიორგის ეკითხება:
_ რა გვარები ცხოვრობთ აქანე, ძამა?
_ ჩვენ რომ გადმოვუხვიეთ, ძამა, იქინე ნადირაშვილი ცხოვრობს, მერე ლომაძე, მგელაძე და უბნის ბოლოში _ ცეცხლაძე.
_ ასეთ გვარებში რომ ცხოვრობ, არ გეშინია?
_ მე, ძამა, მხეცაძე ვარ!
კომპოტი
ეს ამბავი, თუ არ ვცდები, სოფელ ბუკისციხეში მოხდა: კაცმა ახლადმოდუღებული მურაბა ჭაში ჩაკიდა გასაცივებლად. გაწყდა ბაწარი და ჩავარდა მურაბიანი ქვაბი ჭაში.
მეორე დილას გვერდით მეზობელმა გადმოუტანა “ნერჟავეიკის” დიდი ნაჭერი და აძლევს: _ ამით, ძამა, შენი ჭაი მოხუფე და ზამთარში კომპოტი გექნება!
შენ არ დეიწყე?
გაგანია ომიანობის პერიოდში, თბილისელი კაცი ჩოჩხათის თაგვების მარათონად დარჩენილ მაღაზიაში შეეხეტა:
_ ხორცი გაქვთ?
ერთი გაშტერება კი გაშტერდა ნოქარი, მაგრამ მერე სხარტად უპასუხა:
_ რავა არა, რაის გინდა, ძამა _ ძროხის, ღორის, ხბოის თუ კამბეჩის?!
_ ყველიც ხომ არ გაქვთ?
_ უჰ, ყველის მეტი რა გვაქ! რომელი მოგიწონო _ მწუთხე, ჭყინტი, სულგუნი, შებოლილი თუ ჰოლანდიური?!
_ პური…
_ შავი, თეთრი, შოთის, ქარხნის…
_ მეკაიფები, შე ჩემა?!
_ შენ არ დეიწყე?!