_ დილით სამსახურში მისულ მოქალაქეებს შენობის მეორე სართული დამწვარი დახვდათ.
_ ღამით არაფერი გამიგია, არ ვიცი რა მოხდა. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში დაზარალებული მ. გულბიანი.
სააქციო საზოგადოება “იმედის” დირექტორი ოლეგ გობრონიძე აღნიშნავს, რომ ელექტროგაყვანილობა მოძველებულია. დაცვას რომ არ ევაჟკაცა, მთელი შენობა დაიწვებოდა: _ მათ დაურეკეს სახანძრო სამსახურს და ხანძარი 25 წუთში ჩააქრეს. მე დილის ექვს საათზე შემატყობინეს და ათ წუთში აქ ვიყავი. საშინელი მდგომარეობაა _ ქსოვილის ერთი სექცია მთლიანად დამწვარია, დანარჩენი კი დაზიანებულია და გაფუჭებული. მოვიდა პოლიცია, ადგილობრივი ექსპერტიზის და პროკურატურის წარმომადგენლები. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ქუთაისიდან უნდა მივიღოთ, _ გვითხრა გობრონიძემ.
_ შეგნებულადაა გაკეთებული _ რა მაინც და მაინც ჩემი სექცია დაიწვა?! დაისვენებს ახლა ყველა, განსაკუთრებით საგადასახადო, იმდენი ვალი მაქვს. რა ვთქვა, როგორ მოვიქცე? ჩვენ ვერ ვუპატრონეთ ამ უნივერმაღს და აჰა, სხვამ ეპატრონოს. ამას ვინ აღადგენს? მთელი ცხოვრება ვერ გადავიხდი ვალებს, ზარალი კი ძალიან დიდია, _ თვალცრემლიანი ამბობდა ერთ-ერთი დაზარალებული.
_ გამორიცხულია, ეს განზრახ მომხდარიყო, _ ამბობს მეორე, თუმცა, ყველა აღნიშნავს, რომ ზარალი ათიათასობით ლარს შეადგენს.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში უთხრეს, შეტყობინება 05.45 საათზე მიიღეს. სახანძრო სამსახურის ეკიპაჟი და სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა: _ მისვლისთანავე შუშებმა მტვრევა დაიწყო. კერის ლოკალიზება დაახლოებით 30 წუთში მოხერხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, _ გვითხრეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში.
შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს კრიმინალისტური სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved