https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2011 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადმინისტრაციის შენახვაა

7:01; 10.01.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მარტივი შეფასებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტს “საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება” ანუ ადმინისტრაციული ხარჯები წარმოადგენს. ამ მუხლით ყველაზე მეტი ფინანსები იხარჯება”, _ ასეთ შეფასებას “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ეკონომისტი ლევან ჩხაიძე აკეთებს. რამდენად მაღალი იყო საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა და რამდენი პროცენტით არის შემცირებული გასულ წლებთან შედარებით 2011 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად 2010 წლის 15 ნოემბერს წარედგინა. საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს, შენიშვნებიც შეიმუშავეს და გამგებელს უკან მიუბრუნეს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შენიშვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინეს.
როგორც ლევან ჩხაიძე ამბობს, ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ, არაერთი ორგანიზაცია თუ კერძო პირია დაინტერესებული, მაგრამ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება არაჯეროვანია. საზოგადოების წარმომადგენლები უფრო მეტად უნდა ჩართულიყვნენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, მითუმეტეს, როდესაც საკრებულომ სამდღიანი საჯარო განხილვა მოაწყო. საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულის ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ, შევეცდებით განვუმარტოთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი საკითხი.
“ბიუჯეტის შემუშავების თანამდევ პროცესს წარმოადგენს პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენა-შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი თავისი შინაარსით მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარმოადგენს.  რეგიონების და მუნიციპალიტეტების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან. როგორ შეიძლება, განვითარდეს მუნიციპალიტეტები თუ არ იარსებებს შესაბამისი სტრატეგია და მისი გრძელვადიანი პერსპექტივები. შესაძლოა, ყველას ჰქონდეს გააზრებული თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მწყობრ ნაბიჯებს და ნათლად დაანახებდა საზოგადოებას თუ რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება, ძალზე მნიშვნელოვანია. “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტის დოკუმენტი ადმინისტრაციული ერთეულის განვითარების ძირითადი გეგმაა, რომელსაც გამგებელი გუბერნატორთან კონსულტაციების შედეგად ადგენს. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” ნაწილს. რა თქმა უნდა, კოორდინაციის მსგავსი მიდგომა მისასალმებელია, რადგანაც ერთიანი სტრატეგიით გახორციელდება ქვეყნის განვითარება.BDD-ს სახელწოდებით ცნობილი, ასეთი დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, რომელიც გათვლილია 2010-2013 წლებზე. აღნიშნულ დოკუმენტში გურიის მხარისთვის განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების; მუნიციპალიტეტების გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები; სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ სპეცტექნიკის შეძენა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა”, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ პრიორიტეტებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული იქნა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტი”, რომელიც საკრებულოში გასული წლის 12 ნოემბერს წარადგინეს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 2011-2014 წლებში პრიორიტეტებად შემდეგი საქმიანობები განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების გახორციელება; მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის განვითარება; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა; სოციალური დაცვა. დოკუმენტში, ალბათ, ქვეპრიორიტეტის სახით, აღნიშნულია საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა.
“თუ რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა, აღწერილი არაა. მითითებული არ არის, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამ პროგრამაში ჩადებული მუნიციპალური ინვესტიციები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებაც აქვს აღნიშნული პრიორიტეტების დოკუმენტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისიც ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულება მოიცავს დაწყებით და ზოგად განათლებასაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუნიციპალიტეტი განათლების სამინისტროს კომპეტენციებში შეიჭრა. რაც შეეხება სოციალური დაცვის პრიორიტეტებს, დოკუმენტში ამ მიმართულებით აღნიშნულია 8 პროგრამა. ამ პროგრამების ამუშავება რა მიზნის მიღწევას ემსახურება და რა შედეგებს მიიღებს პროგრამის გახორციელებით მუნიციპალიტეტი, აღნიშნული არ არის. დოკუმენტში  მითითებულია, რომ “დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულია მოსახლეობისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების შენიშვნები და წინადადებები”. მოსახლეობისგან როგორ მიიღეს შენიშვნები და წინადადებები, მართლაც საინტერესოა, ამ მიმართულებით რა კონკრეტული აქტივობები განახორციელეს, საქმის კურსში არ გახლავართ. ვერც იმას მოგახსენებთ, რომ ასეთი აქტივობები არ ჩატარებულა. ის კი ნამდვილად ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არის მუნიციპალიტეტის საქმიანობების შეფასებასა თუ შესწავლაში, ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ დოკუმენტის საკრებულოში შეტანამდე. მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ 6 პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად, კანონის თანახმად, ასევე უნდა დადგენილიყო ამ პრიორიტეტების დაფინანსების მოცულობები საშუალოვადიან პერიოდში ანუ მომავალი ოთხი წლისთვის. რას ვხედავთ დოკუმენტში: კომუნალური მეურნეობის განვითარების მიმართულებით მომავალ პერიოდში “წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია” და “საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია” კი არ არის დაფინანსების ობიექტი, არამედ “კომუნალური მომსახურების ცენტრი”. რაც შეეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს “მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაციას”, რეალურად წარმოადგენს თუ არა პრიორიტეტს? ამის დასადგენად, გადავხედოთ აღნიშნული მიმართულებით, რა მოცულობის თანხების დახარჯვას აპირებს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტში: “გზების რეაბილიტაცია”, “ხიდები და მილხიდები” _ დაფინანსება ნოლია. როგორ შეიძლება განსაზღვრულ პრიორიტეტებზე ფინანსები არ გაითვალისწინო – წარმოუდგენელია. იგივე ითქმის სპორტული მოედნების მშენებლობაზე, საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოებზე და სოფლის, თემის, დაბის კეთილმოწყობაზეც. საბოლოოდ შეიძლება განვაცხადოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი ძალზე მოშორებულია რეალობას”, _ დასძენს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ეკონომისტი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 7 855 900 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ბიუჯეტის შემოსულობები  არ ითვალისწინებს სპეციალურ ტრანსფერებს, რომლებიც გასულ წლებში ბიუჯეტის შევსების თითქმის ძირითად თანხას წარმოადგენდა. აღნიშნული შემოსულობის გარეშე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2009 წელთან მიმართებაში 47%-ით ნაკლებია, ხოლო 2010 წელთან მიმართებაში 29%-ით. ბიუჯეტი გადასახადების, არასაგადასახადო და გრანტებიდან მიღებული შემოსავლებით ივსება.  გადასახადების კუთხით მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 1 480 000 ლარის მობილიზება, მათ შორის 1 000 000 ლარი საწარმოთა ქონების გადასახადის სახით, 400 000 ლარი არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის, ხოლო 80 000 ლარი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის სახით. გასულ წლებთან მიმართებაში შემოსავლებს, გადასახადის სახეობების მიხედვით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის 10 000 ლარით გაზრდას, აღსანიშნავია, რომ საწარმოთა ქონების გადასახადი 12 000 ლარით შემცირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ფინანსური საშუალებები უკანასკნელი პერიოდისათვის კლებას განიცდის.
“გრანტის მუხლებში კი  გადანაწილების პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა. გასულ პერიოდში 2,8 მილიონიდან 5,2 მილიონამდე გაიზარდა, რაც თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს. გასულ პერიოდში გამოყოფილი გრანტები მიზნობრიობის მრავალფეროვანებით გამოირჩეოდა. ფინანსდებოდა სკოლების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონების განვითარების ფონდიდან, ასევე ინფრასტრუქტურის დაფინანსება მიმდინარეობდა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა ფინანსდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გრანტების მუხლი დასახელების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა დაფინანსების მოცულობა ანალოგიურ თანხას წარმოადგენს, რაც 2010 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული”, _ აღნიშნავს ეკონომისტი.
“გურია ნიუსი” წერდა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა 26 არასამეწარმეო იურიდიული პირი შექმნა. მათი დაფინანსება კი ყოველწლიურად  იზრდება. 2011 წელს დაფინანსების საერთო მოცულობამ 3,8 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ჩხაიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომელთა საჭიროება ეფემერულია, ზოგიერთის დაფინანსება კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ შეიძლება: “მაგალითისათვის, გომისმთის განვითარებისა და ურეკის ტურიზმის ცენტრების არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფინანსება. ამ ორგანიზაციებმა რა უნდა გააკეთონ და რისთვის არიან მოწოდებული სადავო საკითხს წარმოადგენს. მაგალითად, გომისმთის განვითარების ცენტრის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს “დამსვენებელთა გაჯანსაღება”, “საკურორტო მშენებლობის ფართოდ გაშლა”, “სამკურნალო ტურიზმის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე” და სხვა. აღნიშნულ საქმიანობას “გომისმთა” სულ რაღაც 30 ათას ლარად აპირებს. რაც შეეხება ურეკის ტურიზმის ცენტრს, ანალოგიურ საქმიანობას ის 40 ათას ლარად გეგმავს. რას მიაღწევენ აღნიშნული ორგანიზაციები, ასეთი მწირი დაფინანსებით?! ალბათ ბევრს ვერაფერს. აქედან გამომდინარე ,მათი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მსგავსი, ოღონდ პრინციპულად არასწორი მიდგომაა, როდესაც მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება პოლიცია. პოლიციის დაფინანსება ვერანაირად ვერ ჯდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში, ეს იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტს მოგვარებული არ აქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც მუნიციპალიტეტის პირდაპირი ფუნქცია-მოვალეობაა.
მუნიციპალიტეტის ხარჯებმა 2009-2011 წლების დინამიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გასულ წლებთან შედარებით მიმდინარე წელს რიგ სფეროებში დაფინანსება საგრძნობლადაა შემცირებული”.
ლევან ჩხაიძე ფიქრობს, რომ ოზურგეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს რა პრიორიტეტებია დაგეგმილი მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში? ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ორი მიმართულებით წარვმართოთ. პირველი, მარტივი შეფასება  ბიუჯეტიდან დაფინანსებული შევაფასოთ თუ რა თანხა იხარჯება სფეროების მიხედვით. მეორე, გავაანალიზოთ თითოეული სფეროს დაფინანსების ობიექტები და მათი მნიშვნელობები. აქვე აღვნიშნავთ, რომ მონაცემები, რომლებსაც ამ ეტაპისთვის მოიცავს ბიუჯეტი საგრძნობლად შეიცვლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამების ასახვის შედეგად.
მისი შეფასებით, 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტს წარმოადგენს “საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება” ანუ, ადმინისტრაციული ხარჯები. რადგანაც, ამ მუხლით იხარჯება ყველაზე მეტი თანხები. შემდგომ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურა, რაშიც 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება. განათლების დაფინანსების შემდგომ (1,1 მილიონი ლარი) პრიორიტეტად გვევლინება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომელთა საერთო მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება საგრძნობლად შემცირდა _ 7 მილიონის ნაცვლად, 2,4 მილიონი ლარი იხარჯება გასულ პერიოდთან შედარებით.

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26 დეკემბერი, 2025

როგორ გასცემენ საჯარო სამსახურები საჯარო ინფორმაციებს

ყველის ფასმა ცხრიანში "გაარტყა"

ყველა სიახლე

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29.12.2025
სამართალი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი წარედგინება

14:24; 29.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

14:06; 29.12.2025
სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29.12.2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო