საჭირო მასალა: 200 გრამი ღორის სუკი ან ხბოს ხორცი, 10 გრამი კარაქი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 2 ნაჭერი ბეკონი, 1 კბილი ნიორი, 1 ფურცელი მზა ფენოვანი ცომი (დაახლოებით, 300 გრამი), 1 ცალი კვერცხი, 10 გრამი ყველი.
ხორცი დავჭრათ 1-1.5 სმ. სისქის ნაჭრებად, ცოტა დავბეგვოთ და შევაწითლოთ ორივე მხრიდან.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ, შევწვათ დარბილებამდე დაკეპილ ხახვთან ერთად და დაკეპილ ბეკონთან ერთად. დავუმატოთ დანაყილი ნიორი.
ფენოვანი ცომის ფურცელი 5 მილიმეტრამდე გავაბრტყელოთ. დავჭრათ კვადრატებად 10ხ10-ზე. თითოეულ კვადრატს მსუბუქად წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავდოთ ხორცი, ზემოდან დავადოთ ბულგარული წიწაკის ფარში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ცომის კიდეებს წავუსვათ ცილა, რომ არ გაიხსნას. შევკრათ ცომი კონვერტისებურად, თავზე წავუსვათ კვერცხის გული და კარაქი. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. თუ გსურთ, სუფრასთან მიტანის წინ, ცხელ “კონვერტებს” მოვასხათ გამდნარი კარაქის სოუსი.