(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გურიის ზღვისპირეთში შექმნილი პირობებითა და წვრთნის პროცესით კმაყოფილია: _ ყველაფერი ნორმალურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამინდმაც ხელი შეგვიწყო. უკვე 2 შეხვედრა გავმართეთ _ “მერცხალსა” და “გურიას” მინიმალური ანგარიშებით მოვუგეთ, _ გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რამაც წვრთნას დაღი დაასვა, ის არის, რომ ფეხბურთელთა ნაწილი გაციებულია და ვარჯიშს ვერ ახერხებს: _ თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ნაყოფიერი წვრთნა გამოგვდის, _ თქვა ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა.