(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურიას” ყოფილმა მობურთალმა, თემურ შარაშენიძემ უნგრული “დიორ-ეტოს” შემადგენლობაში, ტესტ-მატჩში სლოვაკურ “დუნაისკა სტრედასთან” გოლი გაიტანა, თუმცა, ამით თავის გუნდს მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგება ააცილა _ უნგრელებმა 1:3 წააგეს. ქართველმა მატჩი სრულად ჩაატარა. გუნდში თემურის გარდა სამი ქართველი ირიცხება _ რატი ალექსიძე, ლაშა თოთაძე და გიორგი განუგრავა.