არჩევნების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული აქტიურობა და რატომ აღმოჩნდა უნგიაძე გუბერნატორის არასასურველი კადრი, მაშინ როცა ის ამ სამსახურის უფროსად, მისივე თქმით, გურიის გუბერნატორის ინიციატივითა და სურვილით დაინიშნა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს ყოფილი ძალოვანი შალვა ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.
ბოლქვაძე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონის უფროსის მოადგილე იყო. მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად, გურიის მე-4 ქვეგანყოფილების აჭარის დაქვემდებარებაში გადასვლა სახელდებოდა. თუმცა, ამ ორი განყოფილების შერწყმა, ამავე დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს უფროსის კოტე არჩაიას გათავისუფლებასაც უკავშირდებოდა.
გაზეთ “ახალი გაზეთის” ინფორმაციით, უშიშროების მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრები დააკავეს.
გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური 2009 წლის ნოემბერში შეიქმნა და მის ხელმძღვანელად ზვიად უნგიაძე დაინიშნა:
“დავინიშნე გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის ინიციატივითა და სურვილით”, _ ამბობდა მაშინ “გურია ნიუსთან” საუბარში უნგიაძე, რომელიც 2010 წელს ბახმაროს მიწების სკანდალს შეეწირა და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იგივე გუბერნატორისთვის არასასურველი კადრი აღმოჩნდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში, გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა. მათ შორის ერთ-ერთი, ისევ ე.წ. ბახმაროს სკანდალის გამო გათავისუფლებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დოლიძე იყო. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბოლქვაძის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და გურიის გუბერნატორმა ხელიც კი მოაწერა შესაბამის ბრძანებას.
შალვა ბოლქვაძემ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში უარყო, ხოლო გურიის გუბერნატორმა ბოლქვაძის დანიშვნა არც უარყო და არც დაადასტურა: “მოგვიანებით დამირეკეთ”, _ ახალი დროის ჩინოვნიკისთვის დამახასიათებელი პასუხი გაგვცა ჩიტაიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved