https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ვიყიდით 30 ლარად ანუ რა ღირს საარჩევნო ხმები

3:03; 24.03.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ სასურსათო ვაუჩერები ვიღაცეებმა კუპონიზაციას შეადარეს. ქართულ ვალუტას დღეს მყარი კურსი აქვს, განსხვავებით იმისგან, რაც 90-იან წლებში იყო _ ეს არის მყარი ვალუტა. ჩვენ ამ ვაუჩერს მოსახლეობას ვაძლევთ იმისთვის, რომ ცოტათი მაინც მოხდეს ანაზღაურება იმ შოკის, რომელიც მოიტანა სურსათის გაძვირებამ, _ განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ამ გამოსვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლებმა სოფლის რწმუნებულები დაიბარეს და დავალებები მისცეს _ ვაუჩერის მიმღებთა სიები სასწრაფოდ შეადგინეთო. თუმცა, მანამდე გარკვევით განუმარტეს, რომ ვაუჩერს მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, რომლებიც არჩევნების დროს ნაციონალებს უჭერდნენ მხარს: _ გთხოვთ, არ გამთქვათ. ასეთი იყო ბრძანება! _ გვითხრა ჩოხატაურის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამიტომ რიგდება ვაუჩერები, გაადვილებულია სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის ქულების მინიჭება, მინისტრები დადიან რეგიონებში და ნაციონალების საქმიანობის პიარს ეწევიან.

მართალია, ამ ინფორმაციას ოფიციოზი უარყოფს, მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით, ვაუჩერების დარიგება ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაუჩერები საარჩევნო სიების მიხედვით რიგდება, ოპოზიციის ეს ვარაუდი ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს. მით უმეტეს იმ დროს, როცა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობაც გააქტიურებულია და თითქმის ყოველდღე, გუბერნიის წარმომადგენლის თანხლებით სოფლიდან სოფელში დადის. უნდა ითქვას იცის, რომ როგორც წესი, ხალხი შეხვედრებზე მცირე რაოდენობით მოდის _ სოფლის რწმუნებულებს თუ დავუჯერებთ, მოუცლელობის გამო, სოფლის მაცხოვრებლების თქმით კი, ხელისუფლებას ინფორმაციის არქონის გამო ვერ ხვდება.

სოფლებში გასვლის შემთხვევებში ხელისუფლებას იმ ადამიანებს ახვედრებენ, რომლებმაც პრობლემები ძალიან ცოტა აქვთ(?!) და ისიც ზოგადი, თუმცა, ამ “უპრობლემოებს” შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ჩუმად გვეუბნებიან თავიანთი სატკივრის შესახებ, გვიყვებიან იმასაც, რომ ზედმეტის თქმა აკრძალული აქვთ. თუმცა, ამ აკრძალვაში ვერ მოხვდა ვაუჩერების დარიგების პროცესი:

_ ვაუჩერები კი დაგვირიგეს მაგრამ განაღდება ხომ უნდა? სოფლიდან რაიონში რომ ჩამოვიდე და მერე უკან დავბრუნდე, მგზავრობაში 6 ლარი უნდა გადავიხადო. თან, ბანკში რიგებია და ეს რა დახმარება გამოვიდა? არ შეიძლებოდა ეს ფული პენსიის დამტარებლისთვის გამოეტანებინათ? _ გვითხრეს ზემოხეთში სტუმრობისას.

_ ადამიანს, როცა 30-ლარიან დახმარების მიღების დროს თვალზე ცრემლი ადგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. მინისტრებს უნდა რცხვენოდეთ, როცა 30-ლარიან ვაუჩერს სოციალურად შეჭირვებულ და თვალზე ცრემლმომდგარ ადამიანს ტელეკამერების წინაშე აძლევენ, მის ადგილზე მისატანად კი მანქანაში 100 ლარის ბენზინს ასხამენ, _ თქვა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ.

სასურსათო ვაუჩერის დარიგება 10 მარტიდან დაიწყო. 8 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ ვაუჩერების განაღდება “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში იქნებოდა შესაძლებელი: _ რაც შეეხება რეგიონებს, სოფლებში სპეციალური მოძრავი სერვისცენტრი ჩავა, რომელიც 11 მარტიდან ამოქმედდება, _ დააზუსტა კვეზერელმა.

თუმცა, არც მოძრავი და არც უძრავი სერვისცენტრი გურიაში ჯერ არ გამოჩენილა, რამაც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ჩოხატაურელები სიტუაციის მოგვარებას ბანკის მმართველისგან ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. როგორც გავარკვიეთ, ყოველ დილით ადამიანები რიგში ეწერებიან _ 21 მარტს ამ სიაში 185 კაცი იყო. ამათ ისინიც დაემატათ, რომლებსაც ბანკში სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა სურდათ. განსაკუთრებული პრობლემები ორგანიზაციის ბუღალტრებს შეექმნათ, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის გადახდას უკვე მერამდენე დღეა, ვერ ახერხებენ.

22 მარტი გადასახადის გადახდის ბოლო დღე იყო გაზის აბონენტებისთვის: _ “ჩოხატაურგაზში” დავრეკე და ვუთხარი, რომ თანხას გრძელი რიგის გამო ვერ ვიხდიდი. თქვენს გამო სხვა ბანკს ვერ გავხსნი და რაც გინდათ, ის ქენითო, _ მიპასუხა ხელმძღვანელმა, _ გვითხრა რიგში მდგომმა ერთ-ერთმა აბონენტმა.

_ სამწუხაროდ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე საკრებულოს თავმჯდომარე. როდის იყო, ვინმეს გაზი გამოვურთე, მაგრამ ახლა გადაუხდელთა სია ოზურგეთიდან მოდის და ჩვენ ვალდებულები ვართ, დაუყოვნებლივ გავთიშოთ. ხელზე ფულის აღება არ შეიძლება და ჩვენ, გარდა გათიშვისა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ჩოხატაურგაზის” ხელმძღვანელმა ელიოტ ხაბეიშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ამბობს რომ სიტუაციის მოგვარება ბანკის ხელმძღვანელობას სთხოვა:

_ ეს კერძო სტრუქტურაა და ჩარევის უფლება არ გვაქვს. ვიცი, რომ სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ბანკის მმართველს დავურეკე და სიტუაციის მოგვარება ვთხოვე _ ან თანამშრომელი დაამატონ, ან ვაუჩერის განაღდებისთვის საათები დააწესონ. ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი ფილიალის ზემდგომებიც. სიტუაციის მოგვარებას დამპირდნენ და ვნახოთ, რა იქნება, _ გვითხრა ხუნდაძემ.

22 მარტს ჩოხატაურში, ბანკთან გრძელი რიგი ტროტუარიდან იწყებოდა და იქ მყოფი ხალხი გულისწყრომას არ მალავდა:

_ 30 ლარის მათხოვრად გვაქციეს. გამოვა მერე ვიღაც და იტყვის, დაგეხმარეთო. გული რომ რამდენიმეჯერ წაგივა, შიმშილისგან რომ ვეღარაფერს დაინახავ და 10 ლარის წამლები რომ გექნება საყიდელი, ამას ჰქვია დახმარება?! მართლა რომ არ მიჭირდეს, ამხელა რიგში არ დავდგებოდი! _ ცხარობდა ხანში შესული ქალბატონი.

_ ამათ რა ადარდებთ _ სხედან კაბინეტებში. პენსიების დამტარებლებისთვის გაეტანებინათ ეს ფული, ან სოფლის რწმუნებულებისთვის ჩაებარებინათ! ხალხის ასე გაწამება გაგონილა?! _ მხარი აუბა ქალბატონს გვერდით მდგომმა მამაკაცმა.

“ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის მმართველი, ზაზა სვანიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. მისი ნახვა კი, რიგების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩვენ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და მაღაზიაში იმის გასარკვევად წავედით, თუ რის ყიდვას შევძლებდით 30 ლარით. პროდუქტების მოკრძალებული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1 ბოთლი ზეთი, 1 კილოგრამი შაქარი, 3 კილოგრამი კარტოფილი, ერთი თავი კომპოსტო, 1 კილოგრამი ხახვი, 1 ქილა ტომატი, 1 შეკვრა მარილი, 1 კილოგრამი ბრინჯი, 1 შეკვრა მაკარონი და 200 გრამი კარაქი _ ამ ჩამონათვალის ღირებულებამ 22 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. ამას თუ დავუმატებთ სოფლიდან ჩამოსული ადამიანის მგზავრობის ხარჯს და ორი პურის ღირებულებას _ 1 ლარს და 40 თეთრსაც, 30 ლარიც დახარჯულია.

ამ რაოდენობის პროდუქტებით რომ ერთ კვირასაც ვერ გაიტანს თავს 5-სულიანი ოჯახი, ცხადია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას საარჩევნო ხმები ძალიან იაფად უღირს _ ალბათ, იმიტომ, რომ ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება, ხოლო ხმების გამყიდველი, ღირსებაშელახული მოსახლეობის დიდი ნაწილი, შესაბამისად, მთავრობისგან გადმოგდებულ, უფრო და უფრო შემცირებულ ლუკმაზეც თანახმაა!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოქროს ბოლოკი აპოლონისთვის

ხანძარი სკოლაში _ ვიდეო

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო