გიორგი გირკელიძის ფოტორეპორტაჟი
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, მართმადიდებელი ერი ბაიაობის (ბზობის) კვირიაკეს აღნიშნავს. ამ დღეს იესო ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში.
ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. მოძრავია და მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. სახარებაში გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან “ოსანას” შესძახოდნენ.
ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში უამრავი ადამიანია შეკრებილი, ტაძრის ეზოში და შესასვლელში კი მრავლად არიან “ბზის გამყიდველები”, რომლებიც მრევლს სხვადასხვა ფასში სთავაზობენ მცენარის ტოტებს.
“ბზის ბიზნესი” ერთ დღეს გრძელდება და გამყიდველებიЪ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბზა გაყიდონ; ისინი ადრე დილით მიდიან ეკლესია-მონასტრებში და მთელი დღის განმავლობაში იქ არიან. მაცხოვრის სახელობის შემოქმედის საკათედრო ტაძარში ერთ კონა ბზას _ 20 თეთრად შეიძენდით, ტრადიციულად კი, მრევლს ის უფასოდ დაურიგდება. ოზურგეთში კი ერთი კონა ბზა თავისი პატარა კალათით 1 ლარი ღირს. ასევე შესაძლებელია ბზა 40-80 თეთრის ფარგლებშიც შეიძინოს ადამიანმა.
ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა გურიაში დილიდავნე დაიწყო და ახლაც გრძელდება, წირვა-ლოცვის და ქადაგების დასრულებისთანავე დაიწყება ბზის კურთხევის პროცედურა.