8 აგვისტოს, ქუთაისის და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის საფლავი ყვავილებით შეამკეს. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა.
ნელი მჭედლიძე, თამაზ ნიკიტინის დედა: _ ყველა წამი და წუთი ჩემთვის საუკუნეა _ ძალიან მენატრება ჩემი შვილი. ერთადერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ ჩემმა შვილმა პატარა საბა დამიტოვა გასაზრდელად. ძალიან მტკივა გული.
ნიკო კაჭკაჭიშვილი, ქუთაისის მერიის მოადგილე: _ დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის თამაზ ნიკიტინის ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მათ თავდადებას.
ავთანდილ მექვაბიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: _ აგვისტოს დღეები საქართველოსთვის საშინელება იყო. ჩვენი გმირების ხსოვნას დავიწყება არ უწერია. ყოველ წელს მივდივართ ეკლესიაში, ვანთებთ სანთლებს, გავდივართ მათ საფლავზე, რათა პატივი მივაგოთ ვაჟკაცების ხსოვნას და არ დავივიწყოთ მათი სახელები.