(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი ინფორმაციით, “გურია” ლანჩხუთში გასამართ სათასო შეხვედრას “მაღაროელთან” ჭიათურაში ჩაატარებს. ასეთი გადაწყვეტილება კლუბების შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. მეტიც, განმეორებითი შეხვედრაც ჭიათურაში გაიმართება. სათასო მატჩი ჩვენი კლუბისთვის სეზონისთვის მოსამზადებელი ბოლო შეხვედრა იქნება _ “გურიას” პრიორიტეტი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგაა, სადაც 10 გუნდიან ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული კლუბები მარტიდან უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩვენებურები, საჩხერის “ჩიხურასთან” ერთად, ზონის ფავორიტებად ითვლებიან.