როგორც ნიკოლაიშვილმა “გურია ნიუსს” განუცხადა, საუბრის თემა ბახმარო იქნება:
_ პრეზიდენტმა უკვე განაცხადა ამის შესახებ. ბახმარო იქნება ისეთი კურორტი და ისეთი განვითარებული, როგორიც არის სიღნაღი, მესტია, ანაკლია, _ აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბახმაროში მოეწყობა ინფრასტრუქტურა და გაიხსნება სხვადასხვა გასართობი ობიექტები:
_ გურია ნამდვილად იმსახურებს ამას. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი გურული, რომელსაც აქვს თანამდებობა, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ რეგიონის სასიკეთოდ. თანამდებობას ამისთვის ნამდვილად გამოვიყენებ. იმედია, ამას ელიტარულ კორუფციას არ დაარქმევენ. თუმცა, რაც სურთ ის დაარქვან, მთავარია რომ გაკეთდება, თანაც ძალიან მალე, _ განაცხადა ჩვენ გაზეთთან საუბრისას ნიკოლაიშვილმა.
მინისტრმა გუბერნატორს, თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ, საგანგებო პრესკონფერენციის ჩატარებაც დაავალა, სადაც ჟურნალისტებს იმ დეტალებს გააცნობს, რომლებზეც დღეს გამართულ შეხვედრაზე ბახმაროს განვითარებასთან დაკავშირებით დააზუსტებენ.