(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “როგორც იქნა საღმა აზრმა გაიმარჯვა და დღეს დილით გადაწყდა, რომ დავით მდინარაძე ოზურგეთში “ავერსის” კლინიკას უხელმძღვანელებს”, _ ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება “გურია ნიუსმა” 16 სექტემბერს მიიღო.
50 საწოლზე გათვლილი კლინიკის მშენებლობა, რომლის სამუშაოებს სადაზღვევო კომპანია “ალფა” საქართველოს მთავრობის, “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის” ფარგლებში ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
კლინიკა აღჭურვილი იქნება მსოფლიო დონის აპარატურით, სადაც ჩატარდება ყველა სახის სადიაგნოსტიკო და ლაბორატორიული კვლევები, იწარმოებს ქირურგიული ოპერაციები, სტაციონარს ექნება ინფექციური და სამშობიარო პალატები.