(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, რამდენიმე დღეში ჩოხატაურს ეწვევიან. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა უთხრა. მისივე თქმით, მინისტრები კურორტის განვითარების გეგმებს ადგილზე დასახავენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბახმარო ზამთრის კურორტად უნდა იქცეს.
რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, გურიის ეს მართლაც მნიშვნელოვანი კურორტი, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული, მესტიას, ანაკლიას და სხვა კურორტებს ტოლს არ დაუდებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მუშავდება გეგმა, რომლის თანახმადაც ბახმარო მარტო ზაფხულის კურორტი არ იქნება და დამსვენებლებს იქ ასვლა ნებისმიერ სეზონზე შეეძლებათ.