(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “იქნებ, ნახოთ რა მდგომარეობაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ შუაგანახლებაში, ამაღლებასა და სამებაში. ლამის, ჩვენც შეგვჭამონ ამერიკულმა პეპლებმა. მატლები უკვე სახლში შემოდიან. ბავშვებს დაძინების ეშინიათ”, _ გვწერენ შეწუხებული მოქალაქეები.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროს სპეციალისტს, ლევან კეკელიძეს: _ ჩვენ ამ ხაზზე უკვე ჩამოვიარეთ და შევწამლეთ, მაგრამ, ეტყობა, წამალი ყველგან ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, წამლობა უკვე დამთავრებულია და ახლა აღარაფერი არ შეგვიძლია. თუ მოსახლეობა შეძლებს თავად შეწამლოს თავისი საკარმიდამო ნაკვეთი, ჩვენ წამალს მივცემთ, _ გვითხრა კეკელიძემ.