ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ტაკიძეს სასამართლო პროცესი ხვალისთვის არის დანიშნული, წინა სასამართლო პროცესი კი 20 სექტემბერს ჩატარდა, სადაც გია ტაკიძემ დუმილის უფლება გამოიყენა _ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის. “გურია ნიუსისთვის” ისიც გახდა ცნობილი, რომ ერთი პერიოდი მასთან არც ექიმები შეჰყავდათ. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ტაკიძის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი _ ის ჩვენთან საუბარში მცირე კომენტარით შემოიფარგლა: _ გია თავს კარგად გრძნობს, მასთან ექიმის შესვლის პრობლემა არ ყოფილა, _ გვითხრა ყავლაშვილმა.
ჩვენ საპროცესო გარიგების შესაძლებლობითაც დავინტერესდით, მაგრამ ამ საკითხებზე ყავლაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.