ჩვენი წყაროს ცნობით, ქალაქ ლანჩხუთში მდებარე, როგორც გურულებმა ხუმრობით შეარქვეს,”გადარეული გურულის” ძეგლის გადატანა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე იგეგმება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ეთერ ჭყონიას თქმით, ძეგლის გადატანის შესახებ უკვე ეცნობა გოგი ოჩიაურს, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარია და ძეგლს “აჯანყებული” დაარქვა:
_ რადგან ძეგლს “აჯანყებული” ერქვა, სადიპლომო ნამუშევარი გოგი ოჩიაურს დაუწუნეს. როგორც თავად ბატონი გოგი ამბობს, ამ ძეგლს არანაირი შეხება აქვს გურიასთან, მათ შორის არც გურულისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით გამოირჩევა, _ გვითხრა ეთერ ჭყონიამ.
ჭყონიას თქმით, ძეგლის გადატანის შემდეგ, მის ადგილზე სკვერის გაკეთება დაიწყება.
ასე რომ, “გადარეული გურული” ადგილმდებარეობას იცვლის და “მოსიარულე ძეგლების” სიაში შედის.