(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის “დინამოს” ექს-პრეზიდენტი, “გურიის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ჰოლანდიური კლუბის “ვიტესის” მფლობელი მერაბ ჟორდანია ნიუ-იორკის ტრადიციულ მარათონში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ქართველმა საფეხბურთო მოხელემ წარმატებით იასპარეზა არნემში გამართულ მარათონში და ხუთეულში შევიდა. ნიუ-იორკის მარათონი 40 წელია ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.