ფაცელია ერთწლიანი თაფლოვანი მცენარეა. მისი ყვავილობა 5-6 კვირას გრძელდება. დაყვავილების შემდეგ თიბავენ, საუკეთესო საკვებია პირუტყვისთვის.
მეფუტკრეები ფაცელიას თესავენ გარკვეულ ნაწილ ფართობზე, ხოლო სამი კვირის შემდეგ მეორე ნაწილ ფართობზე. ამით ფაცელიას სრული ყვავილობა თითქმის ორ თვეს აჭარბებს, რითაც ფუტკარი და მეფუტკრეც კმაყოფილია.
ამ მცენარით მავნებლების წინააღმდეგ შეგიძლიათ იბრძოლოთ _ თუ ლობიოს მწკრივთაშორის დროს, ყოველი ორი მწკრივის შემდეგ, მესამე მწკრივად ფაცელიას დავთესავთ, ლობიოს პარკებს ჭია აღარ გაუჩნდება.