(გურია ნიუსი) _ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები მთელ საქართველოში გროვდება. გამონაკლისი არც ჩოხატაურია. როგორც გვითხრეს, აქ უკვე შეგროვდა 2 000-მდე ხელმოწერა. წყაროს თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებენ, პოლიცია დაჰყვება და მათ ფოტო და ვიდეო გადაღებას ახორციელებს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელმოწერების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს პირდებიან. როგორც ივანიშვილის პრესსამდივნოში ამბობენ, თანხის დარიგებასთან ბიზნესმენს საერთო არაფერი აქვს: _ ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ ფონზე ეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, _ გვითხრეს სამდივნოში.