(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პოლონელებმა ლანჩხუთის სამაშველო სამსახურს რეანომობილი აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს. მართალია, ავტომობილი ახალი არ არის, მაგრამ გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება და უკვე მზად არის სამაშველო სამსახურთან ერთად პირველადი დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. პარასკევს, რეანომობილი მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობასთან მიიყვანეს და ის თავად საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ დაათვალიერა.