ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა დღის პირველის ნახევარზე დაიწყო. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო და საერო პირებმა. ალილოზე პირველად გამოჩნდნენ გურიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის ბენეფიციარები.
ალილოს მსვლელობის დროს უამრავი ტკბილეული, ხილი, ღვეზელი და სხვა სახის პროდუქტები შეგროვდა. საჩუქრების მიღების დროს ანსამბლმა “ზენაარმა” რამდენიმე ცეკვა შეასრულა.
როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ცერცვაძემ გვითხრა, შეგროვებული საჩუქრები გადანაწილდება ოჯახის ტიპის სახლებზე, გურიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის ბენეფიციარებზე და რამდენიმე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახზე.