აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელებისა და გულის დაავადებებს დროს. ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს მსუბუქი შაქრის დამწევი მოქმედება.
ნახევარ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი, დატოვეთ 8 საათით დახურულ ჭურჭელში (მინა ან მინანქარი თითო სუფრის კოვზი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე;
4 ჩაის კოვზ ახალ ან გამხმარ ფესვებს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 8-12 სთ. ამავე ნაყენით ჩამოიბანეთ სახე;
ფესვების ნახარში აქრობს ნამზეურს სახეზე, ხოლო ფესვების ნახარშისა და ლიმონის წვენის ნაზავით (1:1) უკვალოდ ქრება ჭორფლი და მუქი პიგმენტური ლაქები. სახე უნდა გაიწმინდოთ სითხეში დასველებული ბამბით დილით და საღამოთი;
ოხრახუშის ფოთლების დაღეჭვა აქრობს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნს, სასარგებლოა ღრძილების ანთების დროს.