ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. ობამა აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის 2 მარტს ესტუმრა, _ ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ესაუბრა. ვიზიტის დროს ალექსანდრე ტუღუშთან მისი ბიძაშვილი ალექსი გოგრიჭიანი იმყოფებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტამდე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშიISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.