საჭიროა: 2 კონა რუკოლა (მწვანე სალათი), 2 თავი წითელი ხახვი, 150 გრამი ბეკონი, 100 გრამი კედრის კაკალი, 500 გრამი ყველი პარმეზანი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 მუჭა დაჭრილი რეჰანი, 1/2 ჩაის კოვზი პროვანსული სანელებელი, ზღვის მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა.
მომზადება: გაასუფთავეთ 2 თავი ხახვი და თითოეული გაჭერით 8 ნაწილად; გრძელ ზოლებად დაჭერით ბეკონი, შეწვით ოქროსფრად. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე; ბეკონის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხიმში შეწვით ხახვი; როცა დარბილდება, მოაყარეთ მარილი და მოაფრქვიეთ პროვანსული სანელებლები; მეორე ტაფაზე გაათბეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კაკლის გულები, ძმარი, ბეკონი, ხახვი; ფართო თეფშზე დაალაგეთ რუკოლას ფოთლები, ზემოდან მოაწყვეთ ბეკონი ხახვით და კაკლით. მოაყარეთ ფანტელებად გახეხილი პარმეზანი და დაჭრილი რეჰანი.
სალათი მიირთვით მაშინვე, თბილად.