ამ ადგილას მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც კომუნისტურ რეჟიმს ემსხვერპლა.
12 წლის წინ, დეკანოზი სვიმეონის (სვანიძე) თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა სამრეკლოს მშენებლობას, რომლის აშენებაში სასულიერო პირებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ლანჩხუთის მაშინდელი მერი, თუმცა, უსახსრობის გამო მშენებლობა დროში გაიწელა.
გასული წლის შემოდგომაზე, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლანჩხუთში სტუმრობის შემდეგ, გავრცელდა ხმები, რომ ცენტრალურ პარკში, ძველი ეკლესიის ადგილზე, ახალი საკათედრო ტაძარი აშენდებოდა. ეს ინფორმაცია შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარმა, მამა საბამ არ დაგვიდასტურა. სატელეფონო კომენტარში, მან აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძრის მშენებლობა ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე იგეგმება.