https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ალასანიას მომხრეები მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ და ამის კადრებიც არსებობს”

15:05; 10.05.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პოზიცია, გმობს თუ არა ის თავისი ჟურნალისტის საქციელს, თუ პირიქით _ შეუმჩნევლად დატოვებს ამ საკითხს და წაახალისებს ამ ჟურნალისტს. თუ “პირველი არხი” დუმილს აირჩევს, ეს იქნება სიგნალი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსგავსი მეთოდებით დაიწყო მუშაობა უკვე ჩვენს მედია სივრცეში, რაც სერიოზული პრობლემაა”, _ აღნიშნავს ქორიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

საქმე ეხება ფოთში, ირაკლი ალასანიას შეხვედრაზე ჟურნალისტებს შორის მომხდარ გუშინდელ ინციდენტს _ სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, პირველი არხის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტს ნატო ბერულავასა და სააგენტო “ტსპრესს.გე”-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას შორის მომხდარი ინციდენტი: ნატო ბერულავა შეხვედრაზე მყოფ ირაკლი ალასანიას ეუბნება, რომ მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და იქვე “ტსპრესს.გე”- ს ჟურნალისტს მიმართავს, რომ შეწყვიტოს პირადად მისი გადაღება. ამის შემდეგ კადრები ირევა, ადგილზე მყოფი თვითმხილველები კი, მათ შორის მე-9 არხის ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აცხადებს, რომ ნატო ბერულავამ პირველი არხის მიკროფონი ჩაარტყა იზა სალაყაიას კამერას.

“გურია ნიუსი” გთავაზობთ ექსლუზიურ ინტერვიუს ნატო ბერულავასთან.

ნატო ბერულავა: _ გუშინ, ირაკლი ალასანია უნდა შეხვედროდა თავის მომხრეებს ფოთში, მალთაყვას დასახლებაში. ირაკლი ალასანიას ადგილობრივი კომიტეტის წევრებმა, მოინდომეს სტადიონზე შესვლა, რათა ბავშვებისთვის მაისურები დაერიგებინათ. სტადიონზე ამ დროს მიმდინარეობდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახალისო ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც 18 გუნდი მონაწილეობდა. სწორედ აქედან დაიწყო დაპირისპირება.

ირაკლი ალასანიას მომხრეებს აუკრძალეს სტადიონზე შესვლა _ არ გინდათ, ბავშვები თამაშობენ, ტურნირი ტარდება და თქვენ იქ საქმე არ გაქვთო.

მოგვიანებით, დაპირისპირება მოხდა ადგილობრივ დევნილებსა და ალასანიას მხარდამჭერებს შორის _ ალასანიას 2005 წელი გაუხსენეს, თუ როგორ გადავიდა რუსეთში და რას აკეთებდა იქ, თანაც სულ მოღალატე ეძახეს. ამ ყველაფერს ვიღებდი. ამ მომენტში, ყველგან თან დამდევდა კამერით ტსპრესის ჟურნალისტი, იზა სალაყაია. ალასანიას ხალხს და მათ შეხვედრას კი არ იღებდა, მე მიღებდა. ვუთხარი არ გადამიღო,-მეთქი! მაინც იმ მომენტში გადამიღო, როდესაც ირაკლი ალასანიას ვეხვეწები, ძალიან გთხოვთ, ბატონო ირაკლი, შეურაცხყოფას მაყენებენ და მიშველეთ,-მეთქი.

_ რა შეურაცხყოფაზე ელაპარაკებოდით ირაკლის და ვისგან თხოვდი შველას?

_ მაფურთხებენ. ამის კადრები არსებობს.

_ ვინ გაფურთხებდათ, ალასანიას მომხრეები?

_ დიახ, დიახ, ალასანიას მომხრეები. დღეს ყველაფერი გავა 8 საათიან “მოამბეში”, ეს გუშინდელი ამბავია. დღეს შეხვედრა ჰქონდათ სენაკში, სადაც ალასანიაც იყო და მანანა კობახიძეც. ორივემ გააკეთა კომენტარი და დაგმეს ეს ფაქტი. მე გუშინ ველოდებოდი, რომ ირაკლი ალასანია ამ კადრებს ნახავდა. ვაკო ავალიანმა მითხრა: “ის მოხუცი, ვინც შეურაცხყოფას გაყენებდა, შეურაცხადი არისო”, ყველა შეურაცხადი იყო, ვინც იქ იდგა?! თქვენ კადრებში ნახავთ ქალბატონს, რომელსაც სათვალე უკეთია და “კარედ” აქვს თმები შეჭრილი, ტელევიზიამ უნდა გაუშვას თავიდან ბოლომდე, რა დღეში არიან და რას აკეთებენ იქ ალასანიას მომხრეები _ “ზონდერ ბრიგადა” მოიყვანეს, გურიიდან ჩამოიყვანეს ხალხი. არ მინდა იმაზე საუბარი, ჩემი საქმე რაც არ არის. მაინტერესებს, მე რატომ მომექცნენ ასე? კამერაზე ხელის დარტყმა გინდა, გინება გინდა _ “შენ სად იყავი 2008-შიო”. 2008-ში მე თუ არ ვიყავი და არ ვეწეოდი ჟურნალისტურ საქმიანობას, აღარ ყოფილა მაშინ სამართალი! შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მეუბნებოდნენ, _ “ფუი შენს ქალობას, ფუი შენს ქალობას!”. როდესაც ეს ადამიანები მაგინებენ, პერანგიც კი შემომახიეს. ამის მოთმენა ძალიან ძნელია.

_ რატომ არ გაუშვა ეს კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა?

_ არ ვიცი. ვერ გეტყვით. დღეს აუცილებლად გაუშვებენ.

_ თუ დღესაც არ გაუშვებს “პირველი არხი” ამ კადრებს, მაშინ?

_ გაუშვებენ. გაუშვებენ. ამ ფაქტებზე მანანა კობახიძის და ირაკლი ალასანიას კომენტარებიც ჩავწერე.

_ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ტიტრია გაკეთებული, სადაც წერია, ნატო ბერულავამ მიკროფონი ჩაარტყა ტსპრესის კამერასო. კადრებში ისმის მე-9 არხის ჟურნალისტის, ლაშა ზარგინავას ხმაც, სადაც გეუბნებათ, არასწორად იქცევიო. რა შეფასება მისცეს კოლეგებმა ამ ფაქტს?

_ რაღაცა ეჭირა ხელში სალაყაიას, მგონი, კამერა არ იყო, ტელეფონი იყო. იყო იქ ლაშა ზარგინავა. ლაშამ მე გამამტყუნა.

_ რა მიზნით გიღებდნენ პირად თქვენ?

_ სწორედ ეს არის საკითხავი. მე მაინც მგონია, რომ ისინი ფოთში ალასანიას სტუმრობის ამსახველი კადრების გადასაღებად არ იყვნენ. მგონია, რომ რაღაც პროვოკაციას გეგმავდნენ. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას წინააღმდეგ ყოფილიყო ეს ყველაფერი მიმართული და ჩემს წინააღმდეგაც, რომ ასე აგორებულიყო ყველაფერი.

_ რატომ ფიქრობთ ასე, ტსპრესს-თან რამე პირადული უთანხმოება გქონდათ?

_ ერთხელ სალაყაიასთან მქონდა უთანხმოება. მაშინ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი, რომელიც დაწერა, შემდეგ ჩემი ფოტოთი გამოაქვეყნა და ჩემს ნათქვამს კი მიაწერა, რომ თითქოს ფოთის მერმა თქვა ეს ყველაფერი. ეს იყო და ეს.

რაც შეეხება ამ ფაქტის ერთ-ერთ თვითმხილველს, ლაშა ზარგინავას, “გურია ნიუსთან საუბრისას ის ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ ჩაარტყა ნატო ბერულავამ მიკროფონი იზა სალაყაიას კამერას: _ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს ჩაწერის პირველი ნაწილი, რაც ტსპრესს.გე-ს უდევს, მეც მაქვს ჩაწერილი. ირაკლიმ შემდეგ უშუალოდ მოსახლეობასთან საუბარი გააგრძელა და შესაბამისად, მეც გამორთული მქონდა კამერა. ნატო მოვიდა და ირაკლის უთხრა, ვიღაცეები ხელს მიშლიანო. იქ ისეთი დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, ძნელი იყო კონკრეტულ რამეებზე ყურადღების გამახვილება.

არ ვიცი, ამ დროს ნატომ რა შეამჩნია, იზა რას აკეთებდა, მაგრამ დავინახე, რომ იზას კამერაზე აუქნია დიქტოფონი. მინდოდა ჩამეწერა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი რეაქცია დაგვიანებული აღმოჩნდა _ ამ ფაქტის გადაღება ვერ მოვასწარი. მაგრამ ამის მოწმე ირაკლი ალასანიაცაა, რადგან ის აწყნარებდა ამ ჟურნალისტებს.

რატომ არ უნდოდა ნატოს, იზას რომ გადაეღო, ვერ გეტყვით. ყველა სხვა კამერა ჩართული იყო და რატომ გაუჩნდა ამაზე პრეტენზიები, ვერ გეტყვით. მე რომ გადამეღო, მეც ჩამარტყამდა? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

_ ლაშა, ამბობთ, რომ ყველა კამერა ჩართული იყო. უშუალოდ ეს ფაქტი სხვა კამერებმაც ვერ დააფიქსირეს?

_ აი, ეგ არ ვიცი. მე მხოლოდ შემდეგი პროცესი მაქვს გადაღებული. იქ “რუსთავი2” იყო და “პირველი არხი”, მე მგონი “ქართული ოცნების” ფოთის პრესსამსახურსაც არ გადაუღია უშუალოდ ეგ კადრები.

ჩემი შეფასება თუ გაინტერესებთ, არაკოლეგიალურობაზე არაფერს ვიტყვი _ ეს არის მაგარი ქაჯობა და პირდაპირ შეგიძლიათ დაწეროთ ასე, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ბერულავასთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. გუშინ, მე ნატო ბერულავაში ვერ დავინახე კოლეგა და ვერ დავინახე ჟურნალისტი.

_ ლაშა, ნატო ბერულავა საუბრობს იმაზე, რომ გუშინ მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, აფურთხებდნენ და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. თქვენ არ შესწრებიხართ ამ ფაქტს?

_ მე როგორც მივხვდი, სწორედ ამაზე ეუბნებოდა ის ალასანიას, შეურაცხყოფას მაყენებენო. ვიღაც ქალებმა მიაყენეს შეურაცხყოფა. მასე მეც მომდევდნენ გუშინ და მაქვს კადრები, როგორ მოსდევს ნატო ბერულავას ის ჯოხიანი ქალი, რომელიც ყველას მისდევდა. კამერები რომ დაინახეს, სულ გაგიჟდნენ, ნუ გვიღებთო. თორემ, ისე ნატოს კი არა, ნებისმიერ კოლეგას დავიცავ…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27 თებერვალი, 2026

"გურია ნიუსმა" პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით ადმინისტრაციას წერილობით მიმართა

ლაბრადორის სავარჯიშო მინიშნებები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო