რომელიც გახლავთ “ღია დემოკრატიის კომიტეტის” საქართველოს მისიის სპეციალური მრჩეველი არჩევნების საკითხებში. იგი გახლავთ გამოცდილი და კარგად ცნობილი ექსპერტი რეგიონში სამართლიანი არჩევნებისა და საარჩევნო რეფორმების საკითხებში.
2004 წელს, ბ-ნმა იაროსლავმა, რომელიც იმჟამად გახლდათ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უარი განაცხადა ხელი მოეწერა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდის ოფიციალურ ოქმზე, მიიჩნია რა არჩევნები გაყალბებულად. შემდგომში, ბ-ნი იაროსლავი დაინიშნა უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. მას შემდეგ, რაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად სცნო არჩევნების შედეგები, მან ხელმეორედ ჩაატარა არჩევნების მეორე რაუნდი, რაც დასრულდა ბ-ნი ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვებით.საქართველოში, ბ-ნი იაროსლავი იქნება სპეციალური მრჩეველი ღია დემოკრატიის კომიტეტისა და დახმარებას გაუწევს კომიტეტს საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის რეკომენდაციების მიცემაში და წრთვნაში. იგი აგრეთვე დახმარებას გაუწევს კომიტეტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობის შეფასებაში. ბ-ნ იაროსლავს გააჩნია მსგავსი გამოცდილება, გახლდათ რა მრჩეველი სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში
ინფორმაცია კომიტეტის შესახებ: ღია დემოკრატიის კომიტეტი გახლავთ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მინიჭებული მანდატი საერთაშორისო არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებისა. კომიტეტის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ ა.წ. აპრილს, რათა განახორციელონ მონიტორინგი შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე.