დაბა ჩოხატაურის ცენტრში გზის სარემონტო სამუშაოები გამალებით მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო, გუშინწინ დაიწყო. უკვე დაგებულია გზის ორასმეტრიანი მონაკვეთი. შესაბამისად, დაბის ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია, დაბის ამ მონაკვეთში მობილიზებულია ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლები, დაგებულ გზებს ხელახლა უბრუნდებიან და ასფალტს ტეხენ. თუმცა, კითხვაზე თუ რა ხდება და რატომ ტეხენ ახალდაგებულ გზას, არავინ გვპასუხობს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს სამუშაოები აქციის წინ მიზანმიმართულად დაიწყეს. გადაკეტილი ცენტრი და მობილიზებული ტექნიკა აქციაზე წამსვლელ კოლონას, რომელთა რიცხვი ამ წუთებში საკმაოდ დიდია, ხელს შეუშლის.