ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გვიკავშირდებიან ლაითურიდან, ბახვიდან, მერიიდან და თავიანთი გამგებლებისგან ზეწოლის შეჩერებას ითხოვენ, ბუნებრივია, ჩვენ ამ ჩინოვნიკებს ვუკავშირდებით და კომენტარს ვითხოვთ. საკვირველი და სასაცილოა ის ფაქტი, რომ ეს გამგებლები, ძალზე საეჭვო წინასწარ გაზეპირებული მსგავსი ციტატებით გვპასუხობენ: რას ამბობთ, აგერ ყანაში ვმუშაობ, ვინ იგონებს ასეთ ჭორებსო.
სოფელ ბახვის გამგებელი გოჩა შარაშენიძე:
_ რაო? ვის ვუშლი აქციაზე წასვლას, აგერ ყანაში ვმუშაობ, ვინ გეუბნებათ ასეთ ჭორებს, როგორ გეკადრებათ?
სოფელ ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ხაბალაშვილი :
_ როგორ გეკადრებათ, ვის ვუშლი წასვლას, სიტყვის თავისუფლებაა, შვილებს ვფიცავ, ახლა აგერ ყანაში ვმუშაობ, ტყუილია ეგ ყველაფერი.
სოფელ მერიის რწმუნებული ვაჟა ჩანჩიბაძე:
_ ვინ თქვა ეგ, რომ მე ვუშლი აქციაზე წასვლას მოსახლეობას, გამომიგზავნეთ აგერ და მომეხმაროს, მე ყანაში ვმუშაობ.
ისე, გურიაში უცნაური სიახლეა, თუ წინათ “სამი ძმები გურულების” ყანაში წასვლა ნებაყოფლობითი იყო, თანამედროვე სამი გამგებელი ყანაში “ნაციონალური დასაქმების” რეცეპტითაა განწესებული.