მომზადება: გარეცხილი და გამშრალი ბადრიჯნები შევდოთ აირღუმელში იმდენ ხანს, რომ კანი დაურბილდეს და ადვილად გასცილდეს, მაგრამ არ დაიწვას (კანი ლითონის დანით არ უნდა მოვაცილოთ, თორემ ფერს შეიცვლის.
ამის შემდეგ დავჭრათ ფირფიტებად. წვრილად დაჭრილი ხახვი და ალყად დაჭრილი პომიდორი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ცხიმში, გადმოვდგათ და დავუმატოთ პილპილი და ოხრახუში.
თითოეული ბადრიჯნის ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში, კვერცხში და შევწვათ ცხელ ცხიმში. ფორმაში ჩავალაგოთ ბადრიჯნები, მეორე ფენად _ დაკეპილი ხორცი, ისევ ბადრიჯნები, ისევ _ ხორცი…
დარჩენილი 5 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ რძეში, მოვასხათ კერძს. გამოვაცხოთ აირღუმელში 1_1.30 საათით (ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე!), სუფრაზე იმავე ჭურჭლით მივიტანოთ, მწვანე სალათთან ერთად.