პრემიერ მინისტრის # 624-ე ბრძანებაში ვკითხულობთ:
“1.გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 5711 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის #154 დადგენილებით დამტკიცებული “გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესის და პირობების შესახებ” დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სს “მადნეულთან” და შპს “კვარციტის” (უზრუნველყოფის “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადება.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პერიოდი განისაზღვროს 1994 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე.
3. სს “მადნეულისა” და შპს “კვარციტის” მიერ გადასახდელი კომპენსაციური ჯამური ოდენობა განისაზღვროს 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარის ოდენობით. კომპენსაცია გადახდილი იქნება ეტაპობრივად, არა უგვიანს 2014 წლის მარტისა.
“გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი “მწვანეთა პარტიის” ლიდერს გირგი გაჩეჩილაძეს სთხოვა.
_ ეს არის ხელშეკრულება, სადაც წერია რომ რუსულმა კომპანიამ რომელმაც მოწამლა და დაავადმყოფა ხალხი, 13 000 000 უნდა გადაიხადოს ამაში. რეგიონში მიწები კაზრეთიდან ირწყვება. არხში ჩაედინება მდინარე კაზრეთულას წყალი, რომელიც დაბინძურებულია სიცოცხლისთვის საშიში ტოქსიკური ელემენტებით.
მარტში, პარლამეტმა მიღო ცვლილებები გარემოს დაცვის შესახებ. ჩვენს კოლეგა ევროპელ მეგობრებს რომ ვეუბნებით ასეთი ცვლილებები მოხდაო, არ ჯერათ. კანონში ჩაწერეს: თუ სუბიეტი ან მეწარმე გააფორმებს ხელშეკრულებას მთავრობასთან და გადაუხდის ფულს, მას აქვს ყველაფრის უფლება. “ლაზიკას”, ანუ ჩინელების “გაპრავებისთვის” კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება.
ახლახან გავიგეთ, რომ ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობდა რათა ისევ გაეგრძელებინათ მადნეულში რუსებს მუშაობა. ოღონდ, ჭირდებოდათ იმ ცოდვების ჩამოწერა, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა მადნეულის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. მარტში მიიღეს ეს კანონი. გარიგება თებერვალში მოხდა.
24 აპრილს, ამასთან დაკავშირებით სამიათას კაციანი აქცია გვქონდა, რომელიც არცერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა.
14 მაისს კი გააფორმეს ხელშეკრულება. გესმით რა ხდება?! კანონდებლობის საფუძველზე “გაუპრავეს” რუსებს ადამიანების ეკო-გენოციდი.
_ ხელშეკრულებას ხელს ალექსანდრე ხეთაგური და გიორგი დევიძე აწერს. …არიან თუ არა ეს ადამიანები დამნაშავეები?
_ არა მარტო ეს ადამიანები, ეს ყველაფერი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის საშუალებით მოხდა. ეს გარიგებები პოლიტიკური დათმობები და ელიტარული კორუფციის საკითხია. თუ რუსეთის პოლიტიკას დააკვირდებით ის მთლიანად ეკონომიკურ ექსპანსიაზეა აგებული. მოგეხსნებთ, ვისიც არის ეკონომიკა, განსაკუთრებით ენერგეტიკა, შემდეგ ის მართავს იმ სახელმწიფოს.
_ 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მალევე დაიწყო ქართული ოქროს საბადოსთვის მეპატრონის ძებნა, ზურაბ ჟვანიამ რუსეთს არ მისცა ინვესტიციის ჩადების უფლება მადნეულში, რატომ… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)
_ სად არის ახლა ზურაბ ჟვანია, ხომ არ იცით?! გესმით, ახლა რაშია საქმე
ჩემთვის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს მთელი ენერგეტიკული პოტენციალი “ვარდების რევოლუციიდან” მოყოლებული, რაც 2008 წლის ომის შემდეგ დააგვირგვინეს, როცა “ენგურ ჰესი” მისცეს რუსეთს, რუსების ხელში გადავიდა.
გარდაბანში, “გაზტურბინა” რომ დაადგეს გაზე, ვისია?! – რუსების. ყველაზე მსხვილი ობიექტები საქართველოში ვისია?! აზოტი – რუსების ხელშია, ფეროშენადნობი ქარხანა – რუსების ხელშია, ოქროს კომბინატი, მადნეული თავისი კვარციტით _ რუსების ხელშია. ამ სამი სამრეწველო ობიექტის პროდუქცია არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო საქონელი. ანუ მთლიანად რუსების ხელშია საქართველოში ენერგეტიკა, სამრეწველო პოტენციალი და ყველაზე მთავარი, რაზეც ოცნებობდნენ რუსები, 1999 წელს ცნობილ სტამბულის სამიტზე, სადაც ელცინი, შევარდნაძე და კლინტონი შეხვდნენ ერთმანეთს, იქ გადაწყდა საქართველოს სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი. ელცინმა იქ მოაწერა ამას ხელი შევარდნაძისა და ამერიკელების დიდი ძალისხმევით. რუსებმა 2008 წლის ომის შემდეგ ეს სამხედრო ბაზები უკეთესი მდგომარეობით აღადგინეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონში, სადაც რამდენიმე სამხედრო ბაზა შენდება. ეს ომი, ამ სამხედრო ბაზების რეანიმაციის გამო გაკეთდა.
_ და ამაში საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყო რუსეთს ხელი?
_ რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, ეს წერია ტალიავინის დასკვნაში. ეს ჩვენი დასკვნა არ არის, ეს არის ევროკომისიის მიერ შექმნილი დასკვნა, რომელიც ტალიავინმა გაიმეორა ევროსაბჭოს სხდომაზე და ევროპარლამენტის სხდომაზე. “ნაციოანალურმა მოძრაობამ” რაც არ უნდა ნაცარი გვაყაროს თვალში, ამას ვერავინ გაექცევა.