“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ მ.ბ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორმაცია:
მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი- გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებისგან”.