_ ეს არის შეხვედრა ადგილობრივი მედიისთვის, ადგილობრივ მედიასთან, როდესაც ვაპირებ და ვაკეთებთ შეხვედრას, შემდეგ ეჭვიანობს სხვა, რომ…
მე გავალ და ჩვეულებრივად გავცემ ყველა კითხვას პასუხს, მე არ გავურბივარ არავის კითხვას. აქ არის საუბარი ადგილობრივ, რეგიონულ პრესასთან, აგერ თქვენთან ერთად გავალ, რომ არ ინერვიულოთ, ბოდიშს მოვუხდი, რომ ალოდინებენ, ალბათ უნდა შეიყვანონ ცალკე ოთახში, მაგრამ რადგან არიან, გავცემ კითხვებზე პასუხს. ჩვენ არავის შევატყობინეთ ჩვენი ჩამოსვლა. მე ვთვლი, რომ მინდოდა გამეკეთებინა ისე, რომ “ცოცხალი” პრობლემები გამეგო. გურიაში თუ მთავარი ეს არის, დავუძახებთ და შემოვიყვანთ. კეთილი, შემოვიყვანოთ, არ არის პრობლემა.
ამის შემდეგ, თავად მინისტრმა შემოიყვანა “მეცხრე არხისა” და “იმედის” კორესპოდენტები შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დასაქმების მინისტრთან შეხვედრაზე სადაც “მე-9 არხის”, “ინტერპრესნიუსისა” და რადიო “იმედის” ჟურნალისტები, შორენა ღლონტი და ეკა მგელაძე არ შეუშვეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ეს თავად მინისტრის გადაწყვეტილება იყო. როგორც ნინო სალუქვაძემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, დასაქმების მინისტრის შეხვედრა მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვისაა და არა იქ განთავსებული ბიუროებისთვის.
როგორც მე-9 არხის ოზურგეთის ბიუროს წარმომადგენელმა შორენა ღლონტმა “გურია ნიუსს” განუცხადა, იქ მისულებს დაცვამ უარი უთხრა შეშვებაზე.
“დღეს არ არის სამუშაო დღე, საშვები არ იწერება, თქვენ არ იყავით დაბარებულები და ამიტომ არ შეგიშვებთო. ამწუთას გამოვიდა პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო სალუქვაძე და გვითხრა, მინისტრის გადაწყვეტილებაა ეს და მას მხოლოდ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან სურს შეხვედრაო”, _ განაცხადა შორენა ღლონტმა.