“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის (ოზურგეთის) ოფისში იმყოფებოდნენ.
მათ ოფისის დატოვება “გურია ნიუსის” ობიექტივის გარეშე ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, თავი “შესაშურად ზრდილობიანი” სიტყვა-პასუხით გამოიჩინეს.
_ ბატონო რამაზ, რასთან დაკავშირებით ბრძანდებოდით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში?
_ არ გეტყვით.
_ რა ხდებოდა?
_ რა შენი საქმეა?!
ვალერი ჩიტაიშვილმა მხარი აუბა რამაზ ნიკოლაიშვილს და გაგვიცხადა, რომ შაბათ დღეს, არსებული კანონმდებლობით, სადაც უნდა, იქ წავა.
_ თუ დამპატიჟებ, შენთანაც მოვალ, _ გვითხრა ვალერი ჩიტაიშვილმა და მანქანაში ჩაჯდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის პრესსპიკერის ლია კილაძის თქმით, ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა: _ ჩვეულებრივი არაოფიციალური შეხვედრა იყო და არ მგონია, მედიის წარმომადგენლებისთვის იყოს განკუთვნილი. ბატონი რამაზი და ბატონი ვალერი აქტივს სულ რაღაც 15 წუთით შეხვდნენ, _ გვითხრა ლია კილაძემ.