ოღონდ ერთსაათიანი დაგვიანების შემდეგ. ბახვის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობიდან უმეტესობა ბახველი არ იყო.
პრეზიდენტმა თავის საკმაოდ ვრცელ სიტყვაში ყველაფერზე ისაუბრა _ ომზეც, საავადმყოფოებზეც, წყალზეც, გაზზეც, გზებზეც და ბახველებს, და საერთოდ გურიას, არაჩვეულებრივ მომავალს შეჰპირდა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ცოტაოდენი მოთმინება კიდევ იქნება საჭირო, “ქიციც და ქიცმაცურიც” ერთად არ გამოვაო.
რადგან პრესა ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულ კონტროლზე ქვეშ იყო აყვანილი, უფრო ვრცელი ფოტორეპორტაჟის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.