ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” ამავე სოფლის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
დაახლოებით 50 წლის მამაკაცი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა, 11 საათზე, სახლის უკან, ხეზე ჩამოკიდებული დედამ ნახა, მანამდე კი მან მეუღლე დილით სამუშაოზე თავად გააცილა.
ეს უკვე თავის ჩამოხრჩობის მეორე შემთხვევაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.
მსგავსი ფაქტი 1 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში დაფიქსირდა. დილის 8 საათზე, ახლობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს 38 წლის მამაკაცი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ამავე სოფლის რწმუნებულის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი მაშინ უცნობი იყო.