ასევე ბათუმელი ნანული დვალიშვილი, რომელიც აქციაზე მეზობლებთან ერთად მივიდა, ამბობს, რომ მთავარია, ხალხი “ქართული ოცნების” მიმართ კეთილგანწყობილია.
ურეკელი ნინო აბრალავა აცხადებს, რომ აქციაზე თავისი ხარჯით ჩამოვიდა. რადენჯერმე იმყოფებოდა კოალიცის სხვადასხვა აქციაზე და მისი სურვილია, საქართველოში სამართლიანობა ზეიმობდეს.
აქციის მონაწილე ლალი ლომთათიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში აქციის მიმდინარეობის დროს წვიმდა, ხალხი არ დაშლილა და ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პროგრამა მისაღებია.