როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ გვითხრა, ბახმაროში ჟურნალისტების მისვლა იქ, სადაც პრეზიდენტმა ობიექტები უნდა გახსნას, აკრედიტაციის გარეშე არ შეიძლება(?!).
ბანძელაძეს არ აუხსნია, თუ რატომ არ არის ბახმაროში მოწყობილი პრესზონა, რომლის ყველგან, სადაც პრეზიდენტი ჩავა, მოწყობის პირობა უწყებათაშორისი კომისიისა და ჟურნალიტების შეხვედრის დროს დადო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ბანძელაძეს არც ის აწუხებს, რაც გუშინ მოხდა ლანჩხუთში, როცა პრეზიდენტის დაცვამ “გურია ნიუსის” ოპერატორს ფოტო და ვიდეო კამერებიდან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ინფორმაცია წაუშალა.