პოლიციის გაძლიერებული კორდონი კურორტზე მხოლოდ ნაციონალურ მაისურებში გამოწყობილი, წინასწარ მობილიზებული საჯარო მოხელეებით სავსე მიკროავტობუსებს ატარებს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს და წარმომადგენლებს კურორტის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ერთ-ერთი ნაციონალური ტელევიზიის კორესპონდენტსა და რამდენიმე პიროვნებას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ კორესპონდენტი ძალიან გააღიზიანა ინციდენტის ადგილზე “გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფის გამოჩენამ.
პოლიციელები ინციდენტის აღმოფხვრის ნაცვლად, მკაცრად აკონტროლებენ, რომ კურორტზე შესვლა მხოლოდ ნაციონალების მხარდამჭერებმა შეძლონ და შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი.