https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიდი საკადრო წმენდა “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბში

5:08; 23.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ქართული ოცნების” ლანჩხუთის ოფისის ყველა თანამშრომელი “გურია ნიუსთან” საუბრისას, ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კოალიციის შტაბის ხელმძღვანელმა სოსო ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა. ამ პროცესებს წინ უძღოდა რომან ბიწაძის განცხადება გადადგომის შესახებ. კოალიციის შტაბის პრეზენტაციაზე ბიწაძის თანამდებობაც გაჟღერდა _ იგი საარჩევნო ადმინისტრაციის კოორდინატორად წარადგინეს. 18 აგვისტოს შტაბის თათბირი გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ კოალიციის საარჩევნო შტაბს, სოსო ბოლქვაძის ნაცვლად, გოგი გეგიაძე უხელმძღვანელებდა.

შტაბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ვახტანგ ზენაიშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა: _ მე რომ ვყოფილიყავი დეპუტატობის კანდიდატი, სოსო ბოლქვაძეს არ შევცვლიდი. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. დეპუტატობის კანდიდატი დღეიდან თავის თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას. გოგი გეგიაძე მისი კანდიდატურაა. მას მიაჩნია, რომ იგი უკეთ შეძლებს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას. ჩვენი მხრიდან მის ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ვიცი, რომ გოგი გეგიაძე კარგი ორგანიზატორია. ეს პირადად თემურ ჩხაიძის გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შტაბის უფროსი; მთავარია, ერთად მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე.

_ ვახტანგ ზენაიშვილისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს, _ ამბობს ჩვენთან საუბარში შტაბის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებას მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ არსებული დაძაბულობა უფრო არ გაზარდოს.

ჩვენ რამდენიმე მოქალაქის მოსაზრებაც ჩავიწერეთ. რესპონდენტთა აზრით, სოსო ბოლქვაძე ოპოზიციური კოალიციის ყველაზე შესაფერისი და ავტორიტეტული ლიდერი იყო. ბოლქვაძის გადადგომის შემდეგ, შტაბი დატოვეს ოფისის იურისტმა ავთანდილ სარჯველაძემ, აქტივის კოორდინატორმა _ ელგუჯა ჩხაიძემ, ორაგვის ზონის კოორდინატორმა _ ლევან ჩხაიძემ, შეხვედრების კოორდინატორმა _ ნესტორ მგელაძემ.

ჩვენ შევეცადეთ თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ დეტალები გოგი გეგიაძესთან გადაგვემოწმებინა: _ მე დავინიშნე კოალიციის საარჩევნო შტაბის უფროსად. საარჩევნო წესდების თანახმად, შტაბის მართვა გადადის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე. მას აქვს უფლება დანიშნოს შტაბის უფროსი. მე ვიყავი დეპუტატობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წევრი. პერიოდულად ვესწრებოდი თემურ ჩხაიძის შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. მე და სოსო ბოლქვაძე თბილისში ვიყავით, როცა ამის შესახებ გავიგე. ჩემი წარდგინება მოხდა ოფიციალურად თემურ ჩხაიძის მიერ. სოსო შტაბში რჩება, არსად არ მიდის. ჩვენი მუშაობა მხოლოდ თვენახევარს გაგრძელდება და არჩევნების მეორე დღესვე დასრულდება. სოსო ბოლქვაძე კი გააგრძელებს მუშაობას, რადგან ოფისი არ იხურება, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმუშავებს, _ ამბობს გეგიაძე.

გოგი გეგიაძისგან გავიგეთ, რომ შტაბის ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომან ბიწაძეს გადადგომაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი. ბიწაძემ განთავისუფლების განცხადება ოფისის ხელმძღვანელის სოსო ბოლქვაძის სახელზე დაწერა, მაგრამ როგორც გავიგეთ, ბოლქვაძეს განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

შტაბში ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ გეგიაძეც და ბოლქვაძეც შტაბს ერთად უხელმძღვანელებენ; ამას კოალიციის რიგითი წევრები ამბობენ, რომელთაც დავალება აქვთ მიცემული, რომ შიდადაპირისპირებაზე ხმამაღლა არ ისაუბრონ. ამასთან, თვლიან, რომ ბოლქვაძის წასვლა შტაბიდან დაუშვებელია და პოლიტიკური მიზნისთვის საზიანო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, “ქართული ოცნების” ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელების მიმართ დეპუტატობის კანდიდატის ოჯახური გარემოცვის დაპირისპირების სადემონსტრაციოდ, თემურ ჩხაიძე შტაბის ოფისის გარეთ, ეზოში მართავდა მომხრეებთან შეხვედრებს. შევეცადეთ ამ ხმების ნამდვილობაში გავრკვეულიყავით, მაგრამ კოალიციის ოფისის ნებისმიერი წარმომადგენელი ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფდა.

ამ დღეებში გაირკვა, რომ არსებულ უთანხმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ სოსო ბოლქვაძე, კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე, თავს არიდებდა ამაზე საუბარს. შტაბის ერთ-ერთი წევრი საუბრობს, რომ მთავარი საბაბი თემურ ჩხაიძის ცოლისძმას _ გია მაჭარაშვილსა და სოსო ბოლქვაძეს შორის არსებული დაპირისპირებაა და სწორედ გია მაჭარაშვილის რეკომენდაციით იხელმძღვანელა დეპუტატობის კანდიდატმა, როცა ცენტრალური შტაბი დაითანხმა და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი ახალ ნდობით აღჭურვილ პირებს გადააბარა.

გია მაჭარაშვილი აქტიური ფიგურაა ლანჩხუთის პოლიტიკაში. ჩვენი წყარო მის პოლიტიკურ წარსულს იხსენებს: _ იგი “მოქალაქეთა კავშირის” წევრი და ახლანდელ გამგებელთან – გია გოგუაძესთან დაახლოებული პირი იყო. 2003 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკის კლუბში, ახლანდელ გამგებელს სწორედ მაჭარაშვილი ეხმარებოდა შეხვედრის ჩაშლაში. შემდეგ მან “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მეორე ნომრად იყარა კენჭი და ლანჩხუთის საკრებულოშიც მოხვდა, მაგრამ თანამებრძოლებმა შეძლეს მისი დარწმუნება, უარი ეთქვა საკრებულოს წევრობაზე თბილისში თბილი თანამდებობის სანაცვლოდ. მაჭარაშვილი დათანხმდა ამ პირობას, მაგრამ “ერთგულმა” ნაციონალურმა თანამებრძოლებმა იგი მაშინ “გადააგდეს”.

მაჭარაშვილი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ჩხაიძის ცოლისძმაა. სულ რამდენიმე დღის წინ, იგი “გურია ნიუსის” ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ბახმაროს შესასვლელში, უმძიმეს პირობებში მომუშავე ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა სცადა. როგორც ჩანს, მას მოუწევს სწავლა, რომ ნებისმიერ მედიასაშუალებას, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, პოლიტიკოსმა მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალოს! (მკითხველს შესაბამისი კადრების ნახვა შეუძლია “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე წწწ.გურიანეწს.ცომ).

გოგი გეგიაძის დოსიე, რომელიც დღეიდან “ქართული ოცნების” ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, ასე გამოიყურება: იგი იყო ლანჩხუთის მერი, საკრებულოს ყველაზე ხანდაზმული წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ამავე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე კი, კონსერვატიული პარტიიდან იყრიდა კენჭს ლანჩხუთის საკრებულოში მოსახვედრად.

რაც შეეხება რომან ბიწაძეს, იგი ადასტურებს, რომ სოსო ბოლქვაძის სახელზე ჯერ კიდევ ხელმძღვანელობის შეცვლამდე დაწერა განცხადება: _ მე გადადგომა კი არ მოვითხოვე, არამედ ვითხოვდი არ მომხდარიყო ჩემი კანდიდატურის დამტკიცება საარჩევნო ადმინისტრაციის კოორდინატორად. ეს ეწერა ჩემს განცხადებაში.

_ რატომ გახდა აუცილებელი, რომ ასეთი განცხადება დაგეწერათ?

_ იმიტომ, რომ წინასწარ მქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა შტაბში ვიქნები, შტაბს გარეთ თუ ეზოში. მთავარია კონკრეტულ დავალებაზე ვიმუშაო _ ვიბრძოლო, რომ კანდიდატისა და კოალიციის გამარჯვება ბოლომდე მივიყვანო.

შტაბის ერთ-ერთი წევრის თქმით, “კოალიციის მხარდამჭერებისა და მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, ისიც რომ ოპოზიციურ გაერთიანებას ბევრი შემთხვევითი პირი მიეტმასნა. აქ მოხდა თანამდებობების გამო ხელისუფლებაზე განაწყენებული პირების, ყოფილი პოლიციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების კონსოლიდაცია, რაც ამომრჩეველთა აზრით, ეჭვქვეშ აყენებს პოლიტიკური გაერთიანების ავტორიტეტს. შტაბის ახალი წევრების აზრით კი, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რაც ხშირად სდევს თან ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებების ჩამოყალიბებას”.

მასალის მომზადების პროცესში, ჩვენ მოვახერხეთ კოალიციის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს სოსო ბოლქვაძეს დავკავშირებოდით და მისი ვერსია მოგვესმინა საქმის შესახებ: _ ლანჩხუთში ქაოსური სიტუაცია იყო, როცა მე შემომთავაზეს შტაბის ხელმძღვანელობა. გარკვეულწილად შევძელი, რომ ურთულეს პირობებში, ყოველგვარი ფინანსების გარეშე, დამელაგებინა სიტუაცია. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამგვარ მძიმე პირობებში გვერდში ამომიდგა…

_ დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჩხაიძე თქვენით უკმაყოფილო იყო?

_ ასეთი რამ არ გამიგია. მე შევკრიბე გუნდი. ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო და კარგად ვმუშაობდით. მაგრამ გადაწყვეტილება მისი მისაღებია. მე იქ იდეის გამო ვიყავი, ეს ეტყობა მათთვის ძნელი გასაგებია. 6 თვე უხელფასოდ ვმუშაობდი შტაბის უფროსად. თემურ ჩხაიძემ ჩათვალა, რომ ახალ გუნდს _ მაჭარაშვილს, გეგიაძეს, ვენე კვირკველიას, ნუგზარ ჩხაიძეს უნდა ენდოს. ეს აბსოლუტურად მისი გადაწყვეტილებაა და მე ვერაფერს შევცვლიდი.

_ მართალია ხმები თქვენსა და მაჭარაშვილს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ?

_ შეიძლება თვითონ ფიქრობს ასე, რომ ჩვენს შორის იყო დაპირისპირება. როცა მე ქალაქის მერი ვიყავი, იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. რა თქმა უნდა, მან დიდი გავლენა იქონია თემურ ჩხაიძის გადაწყვეტილებაზე. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შტაბში რიგით უფუნქციო წევრად დარჩება. ივანიშვილის მომხრე ყოველთვის ვიქნები, რადგან მე დავალებული ვარ ამ ადამიანისგან და უმადური ვერ ვიქნები. როცა ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას. ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა, საქმის გარჩევას ხომ არ დავიწყებდი?”

_ შტაბი დატოვა ძველმა შემადგენლობამ. გამოდის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აღარ იქნებიან ახალი საარჩევნო შტაბის წევრები?

_ თავისთავად ასეა. რომან ბიწაძემ თქვა, რომ დიდი უნდობლობაა მის მიმართ და ამ პროცესებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა განცხადება. ვფიქრობ, რომ გია მაჭარაშვილი დაინიშნება მის თანამდებობაზე. ისეთი ტენდენციაა, რომ ზონების კოორდინატორებსაც ჩაანაცვლებენ ან მეთვალყურეებს დაუნიშნავენ, ამის ნიშნები უკვე იგრძნობა. მაგალითად, საოლქო კომისიიდან გამოიწვიეს კოალიციის წარმომადგენელი გოჩა ფირცხალაიშვილი. ვინ უნდა ჩაანაცვლოს ფირცხალაიშვილი, რომელიც უაღრესად განათლებული და არჩევნებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, რომელიც ლანჩხუთელებს ძალიან უყვართ.?!

_ შტაბის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თქვენ რჩებით ოფისის უფროსად…

_ ეს სასაცილო, ბავშვური შემოთავაზებაა. რას ნიშნავს ოფისის ხელმძღვანელობა, ვერ ვიგებ. თუ არჩევნებს ვერ კურატორობ, ვერ იღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ოფისის ხელმძღვანელობა რაღას ნიშნავს? ოფისს ჰყავდა მენეჯერი, ლადო ნანაძე, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა. ასე რომ, რას ნიშნავს ეს თანამდებობა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არ მეგონა, თუ ჩემდამი უნდობლობის საკითხი დადგებოდა, რადგან თემურ ჩხაიძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლაც ღიად ვაფიქსირებ, რომ არჩევნებში მას დავუჭერ მხარს.

არქიტექტორი სოსო ბოლქვაძე, ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობდა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დროებითია და არჩევნების დასრულებისთანავე, თავის ძველ პროფესიას დაუბრუნდებოდა. ეტყობა, “ოცნების” ლანჩხუთელ მხარდამჭერთა სამწუხაროდ, ეს დრო მისთვის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე დგება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

09:58; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026

"ბახვი ჰესი-3"-ის მშენებლობაზე ქურდობა მოხდა

კომპანია "ვისოლი" _ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში!

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო