“საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია”- აღნიშნულია შსს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” დაუკავშირდა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, ექსპერტს სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილის.
ირაკლი სესიაშვილი: “როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა სანადიროდ. რომლებსაც გზა აებნათ და დაიკარგნენ. დღეს ისინი აღმოჩენილ იქნენ, ანუ იპოვეს გზა და გამოვიდნენ. რამე სპეცოპერაციის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ასე რომ რამე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაიკარგნენ ადამიანები, გზა აებნათ და სამშვიდობოს გამოვიდნენ,”- განაცხადა სესიაშვილმა.