_ ძალიან ემოციურად ჩაიარა დღევანდელმა საღამომ. ბოლომდე დავიხარჯეთ მე და ჩემი გუნდი. მართლაც ძალიან მაგარი იყო, დიდი მადლობა გულშემატკივრებს. კონცერტი ორჯერ გადაგვეწია, მაგრამ მთავარია, შედგა და ასეთი დახვედრა არსად არ მქონია, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ბერამ.
ბერას მეგობარი “რემბო”, რომელიც კონცერტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, “გურია ნიუსთან” ამბობს: “მე ოზურგეთელი ვარ. ნამდვილად თბილი დახვედრა მოგვიწყვეს. ემოციური ახალგაზრდები იყვნენ. 200%-ით მოლოდინს გადააჭარბა. ბერა ძალიან თბილად მიიღეს ოზურგეთში.”