ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი ერთი პირის შემოსავლები შეუსაბამო აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის გახორციელების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. უკანონო შემომწირველს, რომლის ვინაობასაც აუდიტის სამსახური ასაიდუმლოებს, სავარაუდოდ, 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით მიმართავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 სამუშაო დღის ვადაში შემომწირავისთვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე,” _ ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.